in

მარკეტერების სახელმძღვანელო NFT კამპანიის დასაგეგმად

შეიძლება ჯერ კარგად არ ხართ გარკვეული Web3-ის ან მეტავერსის არსში, მაგრამ NFT-ებმა უკვე საგრძნობლად დაიმკვიდრა ადგილი. ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებს ზოგიერთი ბრენდი მათ კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ისინი, ვინც მარკეტინგსა და რეკლამაში მუშაობენ, უნდათ იყვნენ ამ მოძრაობის ნაწილი.

ამ წლის მარტში გამოქვეყნებული „Unsupervised“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მარკეტერთა 61%-ზე მეტს სურდა, რომ მათ ბრენდები მონაწილეობდნენ მეტავერსში. იმავე კვლევამ აჩვენა, რომ ის მარკეტერები, რომლებზეც მინიმუმ 6 წლის სტაჟი მაინც აქვთ, უფრო მეტად უჭერენ მეტავერსს მხარს, ვიდრე ნაკლები გამოცდილების მქონენი. 

თუმცა, რადგან ჯერჯერობით მეტავერსი მაინც შესწავლის ეტაპზე, NFT კი მოწოდების სიმაღლეზეა, სტატიაში მოგიყვანთ რამდენიმე რჩევას თქვენი NFT კამპანიისთვის კარგი საფუძვლის შესაქმნელად. მათ შორის, როგორ მოამზადოთ, შექმნათ იდეები და კარგად განახორციელოთ იგი.

სწორი მოლოდინები შეიქმენით თქვენც და თქვენმა კლიენტებმაც

კლიენტებს, რომლებიც აწარმოებენ ტრადიციულ პროდუქტებსა და სერვისებს, შეიძლება ჰქონდეთ მოლოდინი იმის შესახებ, თუ რამდენად გაიზრდება ცნობადობა ან გაყიდვები ამა თუ იმ ტრადიციული რეკლამით (იქნება ეს ორგანულად თუ თანდათანობით), რადგან არსებობს წლების მონაცემები. თუმცა NFT კამპანია საკმაოდ განსხვავებულია. მისი წარმატება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი დაიხარჯა სოციალურ ან სატელევიზიო რეკლამებზე. ამიტომ უფრო რთული ხდება შედეგების დონის გაზომვა. მიუხედავად იმისა, რომ NFT კამპანიის პოპულარიზაცია შესაძლებელია სხვადასხვა გზით, მაგალითად, სხვადასხვა არხით, პროდუქტი შეიძლება ფართოდ განსხვავდებოდეს. NFT შეიძლება ერთ ღამეშიც გაიყიდოს დიდი რაოდენობით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნულოვანი მოგებაც ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ მარკეტერებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კლიენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ. მათ უნდა იცოდენენ, რომ NFT კამპანიები არ არის ჩვეულებრივი ვრცელი სოციალური კამპანიები. თუმცა მარკეტერის როლი აქაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. მან კარგად უნდა იცოდეს, რა კამპანიას იწყებს და სწორად განსაზღვროს აუდიტორია.

სწორი კონტენტი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა უმეტესობამ იცის, რომ NFT არის ციფრული ნამუშევარი, ბევრი ბრენდი და მარკეტერი ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ გახადოს ის მომგებიანი. აქ შემოდის ე.წ. „განბლოკვის კონტენტი”, კონცეფცია, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც ფლობს კონკრეტულ NFT-ს. ის შეიძლება იყოს NFT-ის გამოსახულების უფრო მაღალი გარჩევადობის ვერსია, ვიდეო კონტენტი, დისტანციურ თემებზე წვდომა, ან უბრალოდ ფასდაკლების კოდები. ეს ტენდენცია გამოიკვეთა 2022 წლის მაისში, როდესაც Darkblock, Arweave-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული განბლოკვის პლატფორმა, ოფიციალურად პარტნიორობდა Ethereum-ზე დაფუძნებულ NFT ბილეთების პლატფორმას. ამან Darkblock-ის მომხმარებლებს საშუალება მისცა გაეხლებინათ და გაეძლიერებინათ თავიანთი NFT-ები. მაგალითად, შემსრულებელმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩაწეროს თავისი ცოცხალი შესრულება და დაუმატოს ამ ჩანაწერის ბმული პირდაპირ NFT-ში. ეს არა მხოლოდ მატებს ფასეულობას იმ თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ ღონისძიებას, არამედ გაზრდის ბილეთის გაყიდვის შემდგომ ღირებულებასაც, რადგან ზოგიერთი მგზნებარე კოლექციონერი შეიძლება ცდილობდეს, შეაგროვოს იმდენი „NFT შოუ“, რამდენიც ისინი შეიძლება დაფუძნებული იყოს NFT-ების ამ ახალ მიდგომაზე.

შესყიდვის მართვა

NFT კამპანიის კიდევ ერთი კრიტიკული კომპონენტია სწორ საზოგადოებაში მოხვედრა. რაც უფრო მეტია მღელვარება, მით უფრო მაღალია NFT-ისთვის მიკუთვნებული მნიშვნელობა. 

აქ არის სამი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კამპანიის შექმნისას:

  • შექმენით სანდო ფუნდამენტური ვებსაიტი;
  • კამპანია შეიძლება იყოს წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება თვლის, რომ NFT სანდოა;
  • თავისი სანდოობის დემონსტრირებისთვის, მარკეტერებმა უნდა იზრუნონ შემდეგზე:
  1. NFT კამპანიის აღწერა – თქვენ მკაფიოდ და მოკლედ უნდა მიუთითოთ ყველა შესაბამისი დეტალი — რა არის NFT, რა ღირს და სად შეუძლიათ მისი ყიდვა;
  2. საგზაო რუკა – გამოიყენება ინფორმაციის საჩვენებლად, თუ სად იმყოფებით NFT ვარდნის თვალსაზრისით და ხაზს უსვამს ვარდნის გარემოებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  3. მიზანი, ხედვა – ადამინებმა უნდა იცოდნენ პროექტის შესახებ ასეთი დეტალები;
  4. გუნდი – ეს მოიცავს NFT-ზე მომუშავე წევრების სიას. ეს სია დაეხმარება NFT პროექტების ან კამპანიის სანდოობის მხარდაჭერას. ასევე დიდი ბონუსი იქნებოდა, თუ NFT-ის შემქმნელი ცნობილი არტისტი იქნებოდა.

ბოლოს, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ საჭიროა, ყველა ინფორმაციისა და ტრანზაქციის კონსოლიდაცია ერთ ადგილას, იმის ნაცვლად, რომ გვქონდეს მრავალი, ცალკეული პლატფორმა. ეს მარკეტერებისთვის წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას, მოემსახურონ თავიანთ აუდიტორიას, რადგან საჭიროა სხვადასხვა პლატფორმას შორის ვარირება ტრანზაქციისას ან ინფორმაციის მოძიებისას. ღია კოდის API, OpenSea, ეხმარება დეველოპერებს, შექმნან თავიანთი ბაზარი და გააერთიანონ იგი თავიანთ პლატფორმაში.

Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მეხუთედ დაასახელა

გეშინიათ თუ არა საკუთარი თავისთვის ლიდერის წოდების?