ბაზარზე სამი უმსხვილესი NFT-ის მფლობელი Yuga Labs იმ კომპანიათა რიცხვს უერთდება, რომელიც ფსონს მეტავერსზე დებს… უკვე გაციფრულებული NFT-ისთვის მედიაიმპერიის შექმნას გეგმავს, რაშიც თამაშები და საკუთარი მეტავერსის პროექტიც იგულისხმება. ამისათვის, Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელმა კომპანიამ 450 მილიონი დოლარის დაფინანსებაც მოიპოვა.
Bored Ape Yacht Club-ის გუნდი თავის მეტავერსულ პროექტს Otherside-ს უწოდებს და მას NFT სამყაროს გაფართოებისთვის ქმნის. ამას კი საფუძველი სწორედ Yuga Labs-მა ჩაუყარა, როცა იგი სამი ყველაზე მომგებიანი NFT-ის მფლობელი გახდა. ამასთან ერთად, მიმდინარე პროცესებს ახალი კრიპტოვალუტის — ApeCoin გამოსვლამაც შეუწყო ხელი, რომელიც დამოუკიდებლად იმართება და კომპანიისთვის ძირითად ვალუტადაც იქცევა.
პროექტში სათამაშო ინდუსტრიის ჩასართავად კი კომპანია რამდენიმე სხვადასხვა სტუდიასთან თანამშრომლობს, სადაც თამაში არა მხოლოდ Bored Ape-ის მფლობელებს, არამედ ყველას შეეძლება.
რაც შეეხება დაფინანსებას, კომპანია, ფინანსური კუთხით, ყოველთვის წარმატებულად ითვლებოდა. ამჯერად კი ფულადი რესურსები შემდეგი კომპანიების დახმარებით მოიპოვა: Andreessen Horowitz, Animoca Brands, Coinbase და MoonPay როგორც ამბობენ, ამ მხრივ, Yuga Labs-ისთვის გასული წელიც მომგებიანი იყო და მან 137 მილიონი დოლარი, 95%-იანი მარჟით, გამოიმუშავა…