in

NFT პლატფორმაზე საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” გამოჩნდა

უახლოეს დღეებში NFT პლატფორმას ესპანური საფეხბურთო გრანდი – “ბარსელონა” შეუერთდება. წარსულით შთაგონებული კოლექცია მსურველთათვის ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში იქნება. 122 წლიანი ისტორია საკოლექციო ნამუშევრებით იქნება გადმოცემული, ეს ყველაფერი ერთი კამპანიის ხაზით და ამ სახელწოდებით წარიმართება – გამორჩეული მომენტები ბარსელონას წარსულიდან.

NFT არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ქონება, ერთგვარი ციფრული ხელოვნების ნიმუში, რომელიც უბრალო სურათის მსგავსი არაა. მისი განსხვავება ის არის, რომ კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაცია აქვს, რაც ნიშნავს, რომ NFT-ს ავტორს, მისი ნამუშევრისთვის აქვს მინიჭებული უნიკალური NFT-ს ტიტული (Badge) – რაც დასტურია ნამუშევრის ორიგინალობისა. მსგავსი ნამუშევრები სხვადასხვა ონლაინ-აუქციონებზე უკვე აქტიურად იყიდება. რამდენიმე კვირის წინ მსგავსი აქტივობა ძმებმა არველაძეებმა განახორციელეს, როდესაც აუქციონზე მათი ციფრული მაისურები გავიდა.

გულშემატკივართან კომუნიკაციის და მათთან უფრო ახლოს მისვლის ახალ შესაძლებლობებს რა თქმა უნდა სიხარულით ვეგებებით, ეს სივრცე ახლა ვითარდება და გვინდა ამ პროცესების მონაწილე დასაწყისშივე ვიყოთ. ჩვენთვის ამ მიმართულებით პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ჩვენი ხედვა და განვითარების გეგმა, რომელიც მჯერა რომ გაამართლებს, გულშემატკივრებს წინ ბევრი სიახლეები ელოდებათ” – აცხადებს “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოან ლაპორტა.

კლუბმა საკუთარი კოლექციის განსათავსებლად ეს სივრცე აირჩია – https://ownix.com/, ეს შემთხვევითი არ არის, შეიძლება მხარეებს შორის სამომავლოდ სხვა სახის ოფიციალური თანამშრომლობაც გაფორმდეს. ბარსელონა განვითარებას კრიპტომიმართულებით რამდენიმე წელია ცდილობს, კლუბმა საკუთარი კრიპტო ერთეულიც შექმნა და რეალიზაციაში ჩაუშვა, კლუბმა აქედან გასულ წელს დაახლოებით 1.4 მილიონი ევრო სარგებელი ნახა.

NFT პლატფორმა საოცარი სისწრაფით პროგრესირებს, ცხადია ამ ტრენდულ ბაზარს საფეხბურთო სამყაროც კოლაბორაცის სთავაზობს, გავრცელებული ინფორმაციით უახლოეს დღეებში ახალ სივრცეს კატალონიელების მსგავსად მადრიდის “რეალი”, მანჩესტერ სიტი, “პსჟ” და მიუნხენის “ბაიერნიც” შეუერთდებიან.

2022 წელს SpaceX კოსმოსში 52 რაკეტის გაშვებას გეგმავს!

Messenger შეგატყობინებთ, თუ თქვენს დაშიფრულ მიმოწერას დასქრინავენ