კრიპტო ხელოვნებამ შესაძლოა, მალე მუსიკალური გადატრიალება მოახდინოს!
ციფრული აქტივების გაყიდვამ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც NFT (non-fungible token), უკვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა მხატვრობაში და მილიონობით დოლარის გამომუშავებას შეუწყო ხელი. ხელოვნების ამ ახალმა მიმდინარეობამ შესაძლოა, მუსიკალური ენერგიის სტრუქტურა და მომგებიანობაც გამოიყენოს.
2019 წელს აშშ-ს მუსიკალურმა ინდუსტრიამ დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ეს რიცხვი სხვა ინდუსტრიებთან შედარებით მცირეა. მაგალითად, კინოინდუსტრიამ $35.3 მილიონს მიაღწია.
კრიპტო ხელოვნება კი შესაძლოა, მუსიკოსებისთვის უდიდესი დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროდ იქცეს. CryptoSlam-ის თანახმად, რომელიც კრიპტო ხელოვნებას ყიდის, ბოლო 30 დღის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
“NFT-ებმა შეიძლება, მუსიკალური ინდუსტრია გადაარჩინოს. უკვე ყოველწლიურად კარგავენ არტისტები შემოსავლის პირველად წყაროს. მათ არ შეუძლიათ საკმარისი სტრიმინგის მარტოებს გაკეთება. ამიტომ, ფულის გამომუშავების უკეთესი გზა უნდა იპოვონ” – ამბობს მუსიკალური ინდუსტრიის ექსპერტი, ჩერი ჰუ.
ყველაზე ცნობილი არტისტებიც კი შემოსავლის უმეტეს ნაწილს, საშუალოდ 75%-ს, გასტროლებზე იღებენ, რომელიც პანდემიის პერიოდში სრულებით შეწყდა. ხოლო Spotify-სა და Apple Music-ზე, საუკეთესო შემთხვევაში, ფასიანი არტისტების, ერთი დოლარის საშოვნელად 250-მდე სტრიმინგი სჭირდებათ.
ბევრმა მუსიკოსმა და ჯგუფმა, მათ შორის სტივ აოკიმ, ჰოლზიმ, შონ მენდეზმა და Kings of Leon-მა, უკვე გამოუშვა ან დააანონსა ციფრული ხელოვნების საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე არტისტმა NFT-ის მომგებიანი ბიზნესი უწოდა. მარტში ელექტრონული მუსიკის პროდიუსერმა 3LAU-მ, კრიპტო ვერსიების გაყიდვით, $11.6 მილიონი გამოიმუშავა, 24 საათის განმავლობაში. Grimes-მა კი, სულ რაღაც 20 წუთში 5.8 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.
მუსიკოსებს შეუძლიათ, აუქციონზე წარადგინონ ციფრული ნამუშევრები, მათ შორის, 3D სურათები, გამოუქვეყნებელი მუსიკა, ვიდეოები და სიმბოლოები, სხვადასხვა კრიპტო პლატფორმებზე კრიპტოვალუტის სანაცვლოდ.