24-25 ოქტომბერს, კახეთში, სასტუმრო „ლოპოტას“ სივრცეში კომპანია NGS Group-მა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე წარმოჩენილი იყო ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას უფრო ქმედითსა და დაცულს ხდის.
ღონისძიების წარმდგენი იყო ორი საერთაშორისო კომპანია: Aerocom – პნევმატური მილების სისტემების გლობალური მწარმოებელი და უწყვეტი კვების სისტემების კომპანია APC by Schneider Electric.

ღონისძიებაზე ისაუბრეს Aerocom-ის პნევმატური მილების სისტემაზე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში შიდა გადაზიდვების ავტომატიზაციას ემსახურება. ეს სისტემა უზრუნველყოფს სისხლის ნიმუშების, მედიკამენტებისა და საბუთების სწრაფად და უსაფრთხოდ გადატანას შენობის შიგნით. Aerocom-ის პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო რეალური მაგალითები, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ ამცირებს სისტემა დროის დანაკარგს და ზრდის პროცესების ეფექტურობას. აღსანიშნავია, რომ Aerocom-ის პნევმატური მილების სისტემა უკვე წარმატებით მუშაობს საქართველოს წამყვან კლინიკებში, მათ შორის თოდუას კლინიკაში, ევროპულ ჰოსპიტალსა და კლინიკა ჰელსიკორში.
ღონისძიებაზე „ჰელსიკორის“ ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა გააზიარა პნევმატური მილების სისტემის გამოყენების საკუთარი გამოცდილება და უკუკავშირი სისტემის ეფექტიანობის შესახებ.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო APC by Schneider Electric-ის უწყვეტი კვების წყარო (UPS), რომელიც საავადმყოფოს საინფორმაციო ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს და სამედიცინო აპარატურას მოულოდნელი დენის გათიშვისგან იცავს.
ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და იმსჯელეს, როგორ შეიძლება ტექნოლოგიურმა სიახლეებმა ჯანდაცვის სექტორის ყოველდღიური საქმიანობა შეცვალოს.
NGS-ის, Aerocom-ის და Schneider Electric-ის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს დეტალურად გააცნეს თავიანთი პროდუქტები და მომსახურება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიებს გახადოს ჯანდაცვის სისტემები უფრო ეფექტური და უსაფრთხო.
ნახეთ ვიდეო, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ საუბრობენ NGS Group-ის დირექტორი გიორგი ლაბაძე, Aerocom-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი იურგენ ვორლე, Schneider Electric-ის გაყიდვების დირექტორი ალექსანდრე სინიოვი და HealthyCore Israel-Georgian multi-profile clinic-ის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ემუხვარი.
NGS-ის შესახებ
NGS 2015 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად სახელმწიფო დაწესებულებებისთვის კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მიწოდებით იყო დაკავებული. 2017 წლიდან კომპანიამ საქმიანობის ახალი მოდელი დანერგა და მართვის სისტემა გააუმჯობესა. დღეს NGS უკვე მყარად დამკვიდრდა ბაზარზე როგორც საიმედო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.
[R]













