6
Mar
2013

“ვინც ვერ ერთობა, ის არც მუშაობს!” – ნია გობეჯიშვილი

6 Mar 2013

ბანკი “რესპუბლიკას”  სეგმენტ მარკეტინგის ოფიცერი ნია გობეჯიშვილი განათლებით მარკეტერია. დაამთავრა  „კავკასიის ბიზნესისი სკოლა“. ასევე სწავლობდა მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში სერვის მარკეტინგის კურსებზე.

gobejishvili

მუშაობა სტუდენტობისას , 2006 წელს  მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში, კრედიტ ექსპერტის პოზიციაზე დაიწყო და პირველი ხელფასი 500 ლარი ჰქონდა. თვლის , რომ სიტყვა “კარიერა “ მისი საქმიანობის დასახასიათებლად ხმამაღალი ნათქვამია. “სოსიეტე ჟენერალის” ჯგუფში  2012 წლის ზაფხულიდან მუშაობს და იქ რეზიუმეს გაგზავნით , შემდეგ კი სხვა შერჩევითი პროცედურების გავლით მოხვდა.

nia gobejishvili suratiსამუშაო დღე ასეთია :  “იწყება  ათის ნახევარზე.  წინა საღამოს ვაკეთებ მეორე დღის TO DO list-ს რის მიხედვითაც ვიწყებ მუშაობას. ყველაზე მეტად ის მომწონს , რომ დღე ჩვეულებრივი არასდროს არის. ჩემი სამუშაო არ არის რუტინული ერთფეროვანი.   იქიდან გამომდინარე, რომ ვარ სეგმენტ მარკეტინგის ოფიცერი, კონკრეტულად მიკრო,მცირე, საშუალო და კორპორატიული სეგმენტის ოფიცერი, ყველა ის მარკეტინგული აქტივობა რაც აუცილებელია ამ სეგმენტებისთვის, ჩემი მოვალეობაა. რა თქმა უნდა გუნდურობასაც მინდა ხაზი გავუსვა. ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვან შენატანს აკეთებს კომპანიის საქმიანობაში და მიღწეულ შედეგში”.

 თვლის,  რომ წარმატებისთვის სამი რამ არის აუცილებელი : საკუთარი თავის რწმენა , შრომისმოყვარეობა, იღბალი.

 

ნია გობეჯიშვილის არჩევანი ქართულ თუ საეთაშორისო ბრენდებსა და კომპანიებს შორის ასეთია : საქართველოში ყველაზე წარმატებულ კომპანიად მიაჩნია “სანტე” და აქტიურად მოიხმარს ამ ბრენდის ნაწარმს. გამორჩეულად ეფექტურ რეკლამად “ავეჯის გადაზიდვის სერვისი -“25 60 60”-ს აღიარებს. ყველაზე ხშირად სტუმრობს კაფეს “ ო მოდა მოდა”, თბილი , მყუდრო და სასიამოვნო გარემოს გამო. აქვს “ნოკიას”მობილური ტელეფონი, სასაუბროდ კი ირჩევს “ბილაინს”. ტელევიზორს ნაკელბად უყურებს, შესაბამისად, არ აქვს გამორჩეულად საყვარელი არხი. თუმცა,  სამსახურში წასვლამდე  დილის გადაცემას ადევნებს თვალყურს. მართავს BMW-ს მარკის ავტომობილს.  

საყვარელი გამონათქვამი : “ვინც ვერ ერთობა, ის არც მუშაობს!”. სიამოვნებით მოსინჯავდა ძალებს საშუალო სკოლის მასწავლებლის ამპლუაში.

ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად მიიჩნევს სატარიფო ხაზს “ბილაინის” კორპორატიული აბონენტებისთვის, რომელიც   მძაფრი კონკურენციის მიუხედავად  კვლავ ლიდერია ბაზარზე. რაც შეეხება წარუმატებელ პროექტებს, თვლის, რომ ასეტი არ ჰქონია. დამწყებ კოლეგებს ურჩევს : “შრომისმოყვარეობას,საქმისადმი სიყვარულსა და საკუთარი თავის რწმენას”.

 

განხილვა