19
მარ
2018

„ნიამორი“ – ღვინო ექსკლუზიური გრავირებით

19 მარ 2018

Startauperi
Startauperi


ღვინის კონკურენტულ ბაზარზე შემოსვლა 2016-2017 წლებში, ეკონომისტებმა, ზაზა გელაშვილმა და გიორგი ბოჭორიშვილმაც გადაწყვიტეს და კვლევა-ძიების შემდეგ, რა ნიშის დაკავება ჯობდა ღვინის აკვანში, პრემიალური პროდუქტი – „ნიამორი“ – ღვინო ექსკლუზიური გრავირებით შესთავაზეს აუდიტორიას. კომპანიის ბრენდინგზე, სამიზნე სეგმენტზე, პროდუქტის სარეალიზაციო არხებსა და სამომავლო გამოწვევებზე მარკეტერს გიორგი ბოჭორიშვილი, ნიამორის დირექტორი და თანადამფუძნებელი ესაუბრა: M: როგორია „ნიამორის“ ბრენდის კონცეფცია?
ჩვენი ლოგო დიზაინის ინსპირაცია გახდა თეთრიწყაროს ტაძარზე არსებული მე-6-მე-7 საუკუნის ორნამენტი და აქცენტი მთლიანად ვიზუალზე გავაკეთეთ. რაც შეეხება მინის გრავირებას, ამ სისტემას სრულიად შემთხვევით მივაგენით და ძალიან გაგვიტაცა, იმდენად, რომ ჩვენი ბრენდის უნიკალურობა სწორედ ამ ნაწილზე ავაგეთ და ვამბობთ ასე, რომ ჩვენ ვყიდით საჩუქარს.

M: რა დასახელების ღვინოები გაქვთ?
ამ ეტაპზე გვაქვს საფერავი, რქაწითელი, წინანდალი, ხვანჭკარა და ქინძმარაული. გარდა ამისა, საფერავი გვაქვს 4 სხვადასხვა ზომის ბოთლში: 0.75ლ, 1.5 ლ, 3ლ და 5ლ. გამოდის, რომ პოზიციაზე თუ ვიმსჯელებთ, 8 პოზიციაა და სახეობა – 5.M: ვინ წარმოადგენს „ნიამორის“ მიზნობრივ აუდიტორიას?
პრემიუმ ხარისხი ზოგისთვის ცოტა გაუგებარია, ვინც აქცენტს მხოლოდ სითხეზე, ამ შემთხვევაში, ღვინოზე გააკეთებს. მთლიან კონტექსტში, ჩვენი მთლიანი ხარისხი გამოდის პრემიალური, შესაბამისად, სეგმენტს რაც შეეხება, საშუალო და მაღალშემოსავლიან ადამიანებზე გვაქვს გათვლა.M: რა არხების საშალებით ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება?
ჩვენი პროდუქტის რეალიზება ხდება საცალო მაღაზიებში, თბილისის მასშტაბით და ასევე, ფეისბუკის საშუალებით, ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს გრავირებაზე, ლოგოების დატანასა და სახელობით წარწერებზე, რის შემდეგაც ადგილზე მიგვაქვს მზა პროდუქტი.

M: როგორია თქვენი სამომავლო გამოწვევები?
ცოტა უტრირებული ნათქვამია და ჩვენ ჯერ არ ვარ ამ ეტაპზე, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ბოთლზე ფერწერა, რადგან გარდა დანადგარით მიღებული გამოსახულებისა, რაღაც ეტაპზე, საჭირო ხდება მინაზე ფუნჯით ხატვა, ამიტომაც, შევეცდებით, რომ რამდენიმე ხანში ეს მიდგომაც დავხვეწოთ. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, მალე ჩაეშვება ჩვენი საიტი.

განხილვა