10
Oct
2019

როგორ შევცვალოთ თანამშრომლებში დაგვიანების ქცევა – ნიკა ტაბატაძე 

10 Oct 2019

როგორ იცვლება ორგანიზაციული ქცევა? მაგალითად, როგორ შეიძლება, მინიმალური ძალისხმევით, მენეჯერმა სამსახურში დაგვიანების პრობლემა გადაჭრას?! ამის შესახებ „მარკეტერისპოდკასტში ნიკა ტაბატაძემ ისაუბრა:

ნიკა ტაბატაძე

„[მაშინ] რუსთავი 2-ში ვმუშაობდი და ახალი ამბების დირექტორი ვიყავი. ძალიან სერიოზული პრობლემა იყო დილით, სამსახურში დაგვიანება. თანაც, ასეთი საქციელი, როგორც წესი გადამდებია. ერთი რომ აგვიანებს, სხვაც ასე იქცევა და შენიშვნას რომ აძლევ, გეუბნება, რომ სხვებიც აგვიანებენ. ბევრი შენიშვნების, ხელფასის დაკლების შემდეგ, [რამაც] ზოგზე გაჭრა, ზოგზე არა – ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა შემდეგი მიდგომა: ადამიანი, რომელიც დილით აგვიანებდა სამსახურში, ვეუბნებოდი, რომ შენ, დღეს მოდი, დაისვენე, ნუღარ იმუშავებ, რადგან გვიან მოხვედი სამსახურში. თავიდან, ცოტა შოკის მომგვრელი იყო, ვერ ხვდებოდნენ, რატომ, ან რა მეთოდი იყო. [ამ მიდგომის შესახებ] მოსმენილი და წაკითხული მქონდა. მას წინ უძღვის „ოსტრასაიზინგის“ თეორია, ანუ გაბუტვა. არაძალადობრივი მეთოდია, არაფერს უზიანებ, მაგრამ კვლევები ადასტურებს, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ მოქმედებს ადამიანზე ასეთი მიდგომა. იგივე [მიდგომა, მეთოდი] ჭრის როცა თანამშრომლები ან გუნდის ერთი წევრი, არ იქცევიან ისე, როგორც გუნდის ინტერესებშია“, – ამბობს ნიკა ტაბატაძე.

თუ ამ თემაზე კიდევ უფრო მეტის გაგება გსურთ, გაინტერესებთ, რას ნიშნავს, ორგანიზაციას ჰყავდეს ძლიერი მენეჯერი ან კარგი კონსულტანტი, უბრალოდ, მოუსმინეთ „მარკეტერის“ მეორე პოდკასტს.

განხილვა