უკვე 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Nickelback-ის სიმღერა “Look at this Photograph” გამოვიდა და კიდევ რამდენიმე წელი, რაც მისი ინსპირაციით სხვადასხვა ფოტო და ვიდეო მიმის შექმნა დაიწყო ხალხმა.
ახლა კი, სრულიად მოულოდნელად, თავად ჩად კროეგერმა აქცია საკუთარი სიმღერა და კლიპი Google Photos-ს რეკლამად. მას ხელში ფოტოს ჩარჩოს ნაცვლად მობილური უჭირავს და თან მღერის იმის შესახებ, თუ რამდენი ფოტო გადაუღო დესერტს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რატომ… თანაც, წარმოიდგინეთ, მომღერალი თითქოს ვერ არჩევს ერთმანეთისგან რამენისა და საკუთარი თმის ფოტოს! – ამ იუმორისტულმა მომენტმა მაყურებლებისგან ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.