თუ დღეისათვის ბრენდები ცდილობენ, რაღაც სრულიად განსხვავებულით წარმოადგინონ რებრენდინგი, Nickelodeon განსხვავებულად იქცევა — მან 14 წლის შემდეგ პირველად განაახლა ლაქა და თავისი ძველი ლოგოც შეინარჩუნა. როგორც ჩანს, კომპანია ამჟამად ნოსტალგიურობისა და თანამედროვეობის სინთეზის გზას ირჩევს, რათა ძველ და ახალ თაობებს შორის თანაბრად მისწვდეს.
ვიზუალთან ერთად, ბრენდმა თავისი საკულტო სიმღერაც შეგვახსენა: „Nick, nick, nick, nick, na-nick, nick, nick, Nick-e-lo-de-on!“ როგორც თავად ამბობენ, მთელი ეს რებრენდინგი მხიარულ თავგადასავალში გადაშვების ვიზუალიზაციას წარმოადგენს.
ცხადია, სამაუწყებლო კომპანიამ ყველასათვის ცნობილი პერსონაჟებიც გამოიყენა განახლების სადემონსტრაციოდ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ბრენდს ასე სახასიათოს და ბავშვებისთვის მიმზიდველს.