in

ნახეთ: ფოტოგრაფი, რომელიც ლონდონის ავთენტურ სილამაზეს ასახავს

სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში დაბადებული და გაზრდილი ფოტოგრაფი ნიკო ფროჰლიჩი თავის შემოქმედებაში მუშათა კლასის ცხოვრების სილამაზეს, მის მრავალფეროვნებას ასახავს. კამერის ობიექტივის საშუალებით, მარგინალიზაციასა და მუდმივ მიგრაციაზე ფოკუსირდება, რაც ძალიან გავრცელებულია დიდ ბრიტანეთში.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიკოს ფოტოები ნეგატივითაა დამძიმებული. უბრალოდ, მშვიდი სევდით ასახავს მსგავსი ცხოვრების არსს, მუშათა კლასის კულტურულად მდიდარ ქუჩებში დეტალებზე დაკვირვებით. „ჩემი შემოქმედება იმ მრავალფეროვნების ასახვას ემსახურება, რომელსაც ხშირად უგულებელვყოფთ. ლონდონის ამ მხარეში გაზრდამ დიდი გავლენა იქონია ჩემს შემოქმედებაზე, რადგან წარმოუდგენლად მრავალფენიანი და მულტიკულტურული ქალაქია. სწორედ ამან ჩამომაყალიბა მე, როგორც ფოტოგრაფი“.

შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ — „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოუსმინეთ კაცობრიობის უძველეს სიმღერას — მესოპოტამიური ჰიმნი