in ,

რომელი უფრო სწრაფია: თვითმფრინავი, ავტომობილი თუ მატარებელი? – Deutsche Bahn-ის ორიგინალური ექსპერიმენტი

გერმანული რკინიგზის ხაზი Deutsche Bahn ახალ სარეკლამო კამპანიაში საკმაოდ დიდი ამბიციებით გამოდის და ამტკიცებს, რომ მისი ჩქაროსნული მატარებელი ნებისმიერ ტრანსპორტს, მათ შორის, უსწრაფეს ახალ ავტომობილსა თუ თვითმფრინავსაც კი გაუსწრებს. ამ განცხადების დასამტკიცებლად, კომპანიამ ფორმულა ერთის ერთ-ერთი გამორჩეული გერმანელი მრბოლელი და მსოფლიო ჩემპიონი  ნიკო როსბერგი მოიწვია. ვიდეორგოლისთვის, რომელიც სააგენტო BBDO-მ მოამზადა, შემუშავდა სპეციალური მარშრუტი ბერლინი-მიუნხენის მიმართულებით. ნიკომ ეს მანძილი სამი სხვადასხვა ტრანსპორტით: თვითმფრინავით, თანამედროვე უსწრაფესი ავტომობილითა და Deutsche Bahn-ის ჩქაროსნული მატარებლით დაფარა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დანიშნულების წერტილამდე ნიკო ყველაზე სწრაფად მატარებლით მივიდა. კომპანიის ეს ორიგინალური ექსპერიმენტი ნამდვილად საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა თავისი მომსახურების რეკლამირებისთვის.

 

https://www.youtube.com/watch?v=UvHyVg6x3k4

Kona და ენერგიულად აცეკვებული სარეცხი ჯაგრისები – Hyndai-ს სახალისო ვიდეორგოლი

კომფორტული ავეჯი და მყუდრო გარემო რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად – IKEA-ს ვიდეორგოლი