Nicolas Feuillatte-ის, შამპანურის საკულტო ბრენდის დაგემოვნება და შეძენა უკვე საქართველოშიც, “გასტრონომში” შეგვეძლება. აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდი პირველი ყველაზე გაყიდვადი შამპანურია საფრანგეთში, ხოლო მსოფლიოში – მესამე.
“გასტრონომში Nicolas Feuillatte-ის სრული ასორტიმენტის შეძენა შეუძლია მომხმარებელს. რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რადგან მსგავსი ბრენდების შემოსვლა ხელს უწყობს შამპანურის კულტურის განვითარებას. ის ჟაკლინ კენედისა და პრინცესა დიანას ერთ-ერთი საყვარელია ბრენდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას გავაცნოთ ნამდვილი შამპანურის გემო. ვფიქრობ, ის იდეალური არჩევანი იქნება სხვადასხვა დღესასწაულისათვის.” – ამბობს ანი ზურაბაშვილი, გასტრონომის წარმომადგენელი.
შარდონეს, პინო ნუარის და მენიეს შესანიშნავი ასამბლაჟი, ნატიფი ხილის ნოტებითა და დაბალანსებული გემოთი მას განსაკუთრებულს ხდის.
ყველაფერი კი ასე დაიწყო.
კომპანია 1976 წელს ორმა საკმაოდ თამამმა მეგობარმა დააარსა, რომლებსაც კრეატიული ნაბიჯები ცხოვრების წესად ექცათ. თავად ნიკოლამ, რომელიც იმ დროისათვის ყავისა და შოკოლადის იმპორტს ეწეოდა პარიზსა და ნიუ იორკში, და ჰენრიმ, საფრანგეთის მეღვინეების ყველაზე დიდი კოოპერატივის ხელმძღვანელმა, კოტ დე ბლანში.
ნიკოლა და ჰენრი საერთო ხედვით, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ და მიზნად დაისახეს, შეექმნათ მაღალი ხარისხის შამპანური, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა არა მხოლოდ თავიანთი ვიწრო წრისთვის, არამედ ყველა შამპანურის მოყვარული ადამიანისთვის.
პირველი ნაბიჯების გადადგმა და წარმატების მოპოვება მნიშვნელოვნად განსაზღვრა ნიკოლას ნიუ-იორკის გავლენიან საზოგადოებასთან ურთიერთობამ, როგორიც იყო ჟაკლინ კენედი ონასისი და ლორენ ბეკოლი. შესაბამისად, პირველი შამპანურიც სწორედ თავისი ნიუ იორკელი ვიწრო წრისთვის გამოუშვა ნიკოლამ და წარმატებამაც არ დააყოვნა.
Nicolas Feuilatte-ის შამპანიურს საუცხოო არომატთან ერთად, რომელიც ხასიათდება ინტენსიური ხილის ნოტებით, ცოცხალი არომატებითა და დაბალანსებული გემოთი, გამოარჩევს ორიგინალური შეფუთვაც. აღსანიშნავია, რომ Vogue-მა ზაფხულის ქორწილის ცერემონიალისთვის ყველაზე ლამაზ შამპანურად Nicolas Feuillatte დაასახელა.
მართალია, კონკურენტებთან შედარებით, Nicolas Feuillatte-ს მცირე წარმადობა აქვს, თუმცა ფრანგული პრესტიჟული ბრენდი მაინც ახერხებს, თავის სამშობლოში პირველობის შენარჩუნებას.