in

ნიკოლაუს ოტო – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ავტოისტორიაში ჩაიწერა

ავტოინდუსტრიამ დიდი გზა გაიარა და ყოველი სიახლისა თუ ცვლილების მიღმა ადამიანები დგანან, რომლებმაც, თავიანთი შრომისა და დაკვირვების შედეგად, ასევე, პროგრესირების მიზნით, რაღაც შეცვალეს ამ სფეროში. ვიღაცამ გამოიგონა პირველი მანქანა, პირველი გადაცემათა კოლოფი და ა.შ. დღეს მოგიყვებით ადამიანზე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ძრავის დიზაინში.

ორთქლის ძრავიდან პირველ ინოვაციამდე

ძრავის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა ნიკოლაუს ოტოს სახელს უკავშირდება. 1876 წელს მან გამოიგონა ეფექტური გაზის ძრავის ძრავა – ორთქლის ძრავის პირველი პრაქტიკული ალტერნატივა. 

ძრავა, რომელიც ოტომ ააწყო, იყო ოთხტაქტიანი და ექვემდებარებოდა შიდა წვას. მას “Otto Cycle Engine” ეწოდა. ინჟინერმა ის პირველად მოტოციკლეტში ჩააშენა. 

ვინ არის ნიკოლაუს ოტო და როგორ მივიდა ის ავტოინჟინერიამდე? თვალი გადავავლოთ მის ბიოგრაფიას.

ადრეული წლები

ნიკოლაუს ოტო გერმანიაში დაიბადა. მის ოჯახში 6 ბავშვი იზრდებოდა და თვითონ ყველაზე უმცროსი იყო მათ შორის. სკოლაში კარგად სწავლობდა და მისი საყვარელი საგნები მეცნიერება და ტექნოლოგია იყო. სკოლის დასრულების შემდეგ მან სტაჟირება დაიწყო მცირე სასაქონლო კომპანიაში, რის შემდეგაც ფრანკფურტში გადავიდა და ჩაის, ყავისა და შაქრის გამყიდველად დაიწყო მუშაობა.

მას მალევე გაუჩნდა ინტერესი იმდროინდელი ახალი ტექნოლოგიების მიმართ და დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება ოთხტაქტიანი ძრავების მშენებლობაზე. 

პირველი მარცხი

1860 წლის გვიან შემოდგომაზე ოტომ და მისმა ძმამ ახალი გაზის ძრავის შესახებ შეიტყვეს, რომელიც ჟან ჟოზეფ ეტიენ ლენუარმა პარიზში ააწყო. ძმებმა შექმნეს ლენუარის ძრავის ასლი და 1861 წლის იანვარში განაცხადი შეიტანეს პატენტზე, თუმცა ეს ძრავა არ იყო მყარი და ის ძალიან მალე ფუჭდებოდა, ამიტომ მათი მოთხოვნა უარყოფილ იქნა. მოტივაციადაკარგულმა ოტოს ძმამ უარი თქვა კონცეფციაზე, თუმცა ამას ოტოზე არ უმოქმედია. მან ახალი გზების ძიება დაიწყო.

ტექნიკოსთან და შაქრის ქარხნის მფლობელ, ევგენ ლანგენთან შეხვედრის შემდეგ, ოტომ დატოვა სამსახური და 1864 წელს დუეტმა შექმნა მსოფლიოში პირველი ძრავების მწარმოებელი კომპანია N.A. Otto & Cie (ახლანდელი DEUTZ AG, Köln). 1867 წელს წყვილს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე წყვილს ოქროს მედალი მიენიჭა ატმოსფერული გაზის ძრავისთვის, რომელიც მათ გამოიგონეს.

ოთხტაქტიანი ძრავა

1876 წლის მაისში ნიკოლაუს ოტომ ააწყო პირველი პრაქტიკული ოთხტაქტიანი დგუშის ციკლის შიდა წვის ძრავა და მასზე იქამდე მუშაობდა, სანამ არ გამოიგონა პირველი მაგნიტო-ანთების სისტემა დაბალი ძაბვის აალებაზე, ეს იყო 1884 წელს. 

ამ ფაქტს მოჰყვა ერთი გაუგებრობა. იმავე პერიოდში ალფონს ბო დე როაშმაც დააპატენტა ოთხტაქტიანი ძრავა და ისე მოხდა, რომ ოტომ ვეღარ შეძლო პატენტის გაკეთება, თუმცა, საყურადღებოა, რომ როაშის გამოგონება ქაღალდზე დარჩა, ხოლო ოტომ ნამდვილი სამუშაო ძრავა შეიმუშავა. მოგვიანებით, 1877 წლის 23 ოქტომბერს გაზის ძრავის კიდევ ერთი პატენტი გაიცა, ამჯერად ნიკოლაუს ოტოზე. ამის შემდეგ, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში 30000-ზე მეტი ავტომობილი გამოვიდა „ოტოს ძრავებით”. ისინი გამოირჩეოდა საიმედოობითა და ეფექტური მუშაობით.

ოთხტაქტიან ციკლს ხშირად დღესაც ოტოს ძრავას უწოდებენ, რადგან პრინციპი, რომლითაც თანამედროვე საავტომობილო ძრავების უმეტესობა ფუნქციონირებს, იგივე დარჩა, რაც ოტომ გამოიგონა. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ შეიცვლება თიბისის ბრენდის ახალი თაობის მიმართულება მარიამ მიქელაშვილის ხელმძღვანელობით

ცნობილი ბრენდების მარკეტინგული კამპანიები მეტავერსში