გარემოს დაბინძურების კატასტროფული შედეგი უკვე სკოლის ეზოებში, კლასებში მცირე წლოვანი ბავშვების გარშემოა და მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ისევ საზოგადოების დაუდევარი ქმედებების გამო, ჰაერის დაბინძურების დონე უმეტეს ქვეყნებში უკვე კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ამ პრობლემის მოგვარების გზები კი, რასაც სხვადასხვა ორგანიზაციები, თუ უშუალოდ მთავრობები იმუშავებენ არაეფექტური და ხშირად განუხორციელებელიც კი რჩება. სწორედ ამ პრობლემას ებრძვის ორგანიზაცია ClientEarth-იც, რომელმაც სულ ახლახანს სააგენტო BMB-ის მიერ მომზადებული საკმაოდ მძიმე სარეკლამო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. სკოლის ეზოში ნიღბებით მოთამაშე ბავშვები, მართლაც რთული საყურებელია, თუმცა, უკვე რეალობასთან ახლოს. ვიდეოს მიზანი საზოგადოებაში ამ პრობლემის მიმართ ცნობიერების ამაღლება და მის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლაა.