in

ანტიკრიზისული კომუნიკაციების ექსპერტი, BBC -ს ყოფილი ჟურნალისტი, ნაიჯელ ქეი საქართველოს ესტუმრება

BBC-ს ყოფილი ჟურნალისტი,  ანტიკრიზისული კომუნიკაციების ექსპერტი   ნაიჯელ ქეი მედიის და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს კომუნიკაციის  საკითხებზე ტრენინგს ჩაუტარებს.  

ნიჯელ ქეინაიჯელ ქეი 30 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტი. ტელევიზიის დატოვების შემდეგ დაიწყო კონსულტირება ჟურნალიზმის განვითარების მიმართულებით – პასუხისმგებელი იყო დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 3 000 ჟურნალისტის დატრენინგებასა და მათი უნარების განვითარებაზე.  ნაიჯელ ქეის დიდი წვლილი მიუძღვის დიდ ბრიტანეთში განვითარებული რამდენიმე მასშტაბური მოვლენის  მედია გაშუქების უზრუნველყოფაში – „გრანდ ჰოტელის“ და ლონდონის ტერორისტული აქტების (2005 წ.) მედია გაშუქებაში.

ნაიჯელ ქეი გამოცდილი ტელე და რადიო ინტერვიუერია. სხვადასხვა დროს, ბი-ბი-სი ორზე (BBC TWO), გადაცემებში “ჩრდილოეთ ვერსტმინსტერი“ (North of Westminster) და „ალაპარაკე ხალხს“ (Let the People Talk) ჩაწერილი აქვს  ინტერვიუები  ცნობილ პოლიტიკოსებთან, მათ შორის მარგარეტ ტეტჩერთან და ტონი ბლერთან.

2006 წლიდან ნაიჯელ ქეი კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, ადგილობრივ წარმომადგენლობებსა და ბიზნეს სექტორს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედია ურთიერთობების სფეროში. ამასთანავე, იგი გახლავთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის ასოცირებული ლექტორი.

ნაიჯელ ქეიმ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კაბინეტთან არსებულ საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯში, კრიზისული სიტუაციების სტრატეგიული დონის მართვის სასწავლო კურსის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის 8 წარმომადგენელს ჩაუტარა ტრეინინგი კრიზისული სიტუაციის დროს მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხზე.

ტრენინგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ორგანიზებით  ტარდება და დაფინანსებებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) ოფისის პროგრამა DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ: “არბაითერ სამარითერ ბუნდი“ (ASB), ოქსფამი“ (OXFAM), “დანიის წითელი ჯვრის საზოგადოება“;

ინტერვიუ ზურა ჯიშკარიანთან – ჩეთბოტის დიზაინერის პროფესიის გაჩენა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები

დასუფთავების დაზღვეული მომსახურება და სხვა სასარგებლო სერვისები Handy-სგან