in

თბილისში ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება 

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში, დედაქალაქი, „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმს“ უმასპინძლებს. ღონისძიება 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართება.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/TbilisiNightEconomy/videos/594904047608070/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

ორგანიზატორების თქმით, ფორუმის მიზანია, ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის შეიქმნას სტრატეგია. მონაწილეები განიხილავენ საკითხებს: უცნობი ადგილების გამოცოცხლება, ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია, მოქალაქეების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნა და თბილისის განსხვავებული და ახალი კუთხით წარდგენა.

„გაიმართება დისკუსია თემებზე: ღამის ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები, ტურიზმი ღამის ეკონომიკის ჭრილში, თბილისის ღამის ეკონომიკის სტრატეგიის განსაზღვრა, ღამის ტრანსპორტი, ღამის საათებში მომუშავე ობიექტები და რეგულაციები, ურბანული დიზაინი, აუთვისებელი სივრცეების გააქტიურება, აკუსტიკური დანაგვიანება. ღონისძიებაში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. მათთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ მდგრადი ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის“.

ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმზე დასწრება თავისუფალია, თუმცა, საჭიროა რეგისტრაცია.

2050 წლისთვის, შესაძლოა, დედამიწიდან შოკოლადი გაქრეს

Yves Saint Laurent-ის ახალი სახე შარლოტა გეინსბური გახდა