in ,

Night Pizza-ს საახალწლო პრინტ კამპანია

ყველას უყვარს ახალი წელი. სამსახურისგან დასვენება, მეგრობრების, ოჯახის წევრების თავყრილობა და რაც მთავარია ბევრი გემრიელი საჭმელი. თუმცა ჩვენი საახალწლო ჟრიამული საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება. პირველი იანვრიდან სუფრიდან სუფრაზე ვინაცვლებთ და ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს მოგზაურობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

შემწვარი გოჭი, ნიგვზიანი ბაჟე, გოზინაყი და სხვა საახალწო ტკბილეულობა – კარგია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. სწორედ ამ კულტურულ ფენომენს ეხმაურება Holmes & Watson-ის ახალი პრინტ კამპანია. პრინტების სერია, რომელიც NIGHT PIZZA-სთვის შეიქმნა თვალსაჩინოს ხდის ახალი წლის პრობლემას და მონატრებულ ყოველდღიურობაში გვაბრუნებს, როცა სამსახურიდან სასიამოვნოდ დაღლილი, სახლში ბრუნდები და საყვარელი სერიალის ან ახალი ფილმის ყურებისას უბრალოდ პიცის ჭამა გინდება.

#1 - Chicken

#2 - Candy

#3 - Gozinakhi

Sky Travel – თავგადასავალი ცაში

სოფი ლორენი “Dolce&Gabbana”-სთვის