IT აკადემია STEP-ში საღამოს საქმიანი შეხვედრების სერიები გრძელდება და ამჯერად Night Talk-ის სტუმარი Pulsar AI-ის დამფუძნებელი დაჩი ჭოლაძე იყო. შეხვედრა ახალი თაობისთვის პროფესიულ თემებზე საინტერესო დისკუსიებს მოიცავდა. Pulsar AI, რომელმაც უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია ქართული ტექსტარტაპების ისტორიაში, დაჩის ინსპირაციული გზის დასტურია.
Night Talk-ის ფარგლებში განხილული მთავარი საკითხები, რაც უშუალოდ უკავშირდება ბიზნესის სამყაროსა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს, მოიცავდა:
გზა ბიზნესამდე: სტუმარმა გულწრფელად ისაუბრა საკუთარ სამეწარმეო გზაზე, პირველ მცდელობებზე, წარუმატებლობებსა და იმ გამოცდილებებზე, რომლებიც Pulsar AI-ს შექმნის საფუძველი გახდა.
როდის უნდა მიხვდე, რომ დაასრულო წარუმატებელი საქმე: დაჩიმ გააზიარა მნიშვნელოვანი გაკვეთილები ბიზნესში მარცხის მიღებასა და იმის ამოცნობაზე, თუ როდის არის საჭირო მიმართულების შეცვლა ან პროექტის დასრულება ახალი წარმატებისთვის.
Pulsar AI-ს ისტორია: დეტალურად განიხილეს ქართული სტარტაპის შექმნის, ზრდისა და გლობალურ ბაზარზე გასვლის ამბავი, მათ შორის, იმ ემოციებზეც ისაუბრეს, რაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
პარტნიორების შერჩევა ბიზნესში: საუბარი შეეხო ასევე გუნდის შეკვრისა და სწორი პარტნიორების შერჩევის კრიტიკულ მნიშვნელობას სტარტაპის წარმატებაში.
რა შეიძლება იყოს ბიზნესინტელექტი ადამიანისთვის: განიხილეს, თუ როგორ ესმის თავად დაჩის „ბიზნეს ინტელექტი“ და როგორ უკავშირდება ის მეწარმის უნარს, მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული, გამჭრიახი გადაწყვეტილებები.
AI ადამიანის წინააღმდეგ: სტუმარმა დააფიქსირა საკუთარი ხედვა ხელოვნურ ინტელექტისა და ადამიანის როლზე მომავლის შრომის ბაზარზე – AI საფრთხე თუ შესაძლებლობა (?)
TOP 3 უნარი ტეკომპანიაში მუშაობისთვის: დაჩიმ გამოყო სამი ძირითადი უნარი, რომლებიც აუცილებელია წარმატებისთვის ნებისმიერ ტექნოლოგიურ კომპანიაში.
როგორ განვითარდება AI მომდევნო 5 წლის მანძილზე: დისკუსიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ხელოვნური ინტელექტის უახლოესი მომავლისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროგნოზებს მიეძღვნა.
სტეპი აგრძელებს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო, პროფესიულ თემებზე დისკუსიებსა და მათთვის შთამაგონებელ პროფესიონალებთან შეხვედრებს, რითიც ხელს უწყობს როგორც ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე, პროფესიული კავშირების განვითარებას.
[პარტნიორის კონტენტი]











