Night Talk-ის მომდევნო სტუმარი დავით ლაბაძეა. თემა, რომელიც დათოსთან ერთად განიხილება, არის ურთიერთობები სხვადასხვა თაობის ადამიანებთან. დღეს, უფრო ხშირად გვესმის თაობების განსხვავებული ინტერესებისა და ღირებულებების შესახებ, ვიდრე თუნდაც უახლოეს წარსულში. ამ მხრივ, გარდამტეხი როლი მილენიალებს (თაობა Y) ეკუთვნის. მილენიალებისგან კიდევ უფრო განსხვავებული ინტერესებით გამოირჩევა შემდეგი თაობა Gen-Z (თაობა Z). ამ ორ თაობას, ფუნდამენტური ღირებულებები მაინც საერთო აქვთ, თუმცა აბსოლუტურად სხვა სიტუაცია გვაქვს თაობა X-თან მიმართებით.
X თაობისგან რადიკალურად განსხვავებულია მილენიალები და Gen-Z. ამიტომ, კარგი და ჰარმონიული ურთიერთობების შესაქმნელად, შესაბამისი ღირებულებების და შეხედულებების გათვალისწინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მით უმეტეს საქმიან ურთიერთობებში.
ივენთის დეტალებისთვის ამ ბმულს ეწვიე.
დღეს არსებულ დასაქმების ბაზარზე, დამსაქმებლის ძირითადი ნაწილი თაობა X-ს წარმოადგენს, ხოლო სამუშაოს მაძიებლების დიდი ნაწილი, კი უკვე Gez-Z-ის უჭირავს. ორივე მხარეს, თითქმის თანაბრად ნაწილდება მილენიალები.
დათოსთან, როგორც X თაობის ჭეშმარიტი წარმომადგენელი, მისი მრავალფეროვანი საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე, საკუთარი გამოცდილებისა და დაკვირვებების ირგვლივ იქნება საუბარი, რაც სხვადასხვა თაობის ადამიანებთან ურთიერთობს შეეხება.
Night Talk სტეპში თვეში ერთხელ იმართება. ჩაწერაზე დასწრება მხოლოდ სტეპერებს შეუძლიათ, თუმცა სრული პროცესი YouTube არხზე, Live-ში მიმდინარეობს და მაყურებელს საშუალება აქვს Live-ში დაუსვას კითხვები მოწვეულ სტუმარს. ასე რომ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს.
Night Talk-ის მთავარი მიზანი, პერსონალური თუ ბიზნესის განვითარების გზაზე, დღეს არსებული გამოწვევების და მათთან გამკლავების ხერხების გამოკვეთაა. განიხილება, როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი სიტუაციები, რაც სტუმრისთვის გამოცდილებაა, ხოლო მაყურებლისთვის შესაძლოა ერთგვარი სახელმძღვანელო აღმოჩნდეს – როგორ დაგეგმოს და განავითაროს საკუთარი კარიერა და ბიზნესი სწორად.
Night Talk-ის წინა სტუმარი, ქართველი იუთუბერი H1Ta იყო. ჰიტასთან ერთად, დეტალურად არის განხილული YouTube კარიერის ნიუანსები და ის საკითხები, რაც დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში – ღირს თუ არა, რომ გახდე იუთუბერი.
სრული ვიდეო:
[R]