in

ცუდი სიზმრების განდევნის ახალი მეთოდი — კვლევა

სიზმარში კოშმარების ნახვით დაღლილი ადამიანებისთვის მშვიდი ძილი, ალბათ, ოცნების ახდენის ტოლფასია… მაგრამ აქ ერთი კარგი ამბავი გვაქვს: პატარა ექსპერიმენტით ნეირომეცნიერებმა წარმოადგინეს ტექნიკა, რომელსაც ცუდი სიზმრების განდევნა შეუძლია. თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, მეხსიერების გამაძლიერებელი ტექნიკით ე. წ. კოშმარული აშლილობის სტანდარტული მკურნალობის გაძლიერება კოშმარის რაოდენობას ყოველკვირეულად 3-დან 0-მდე შეამცირებს. 

M2
M2

ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ ცუდი სიზმრების ნახვის სიხშირის შემცირება, ძალიან მნიშვნელოვანია, — აცხადებს ჯინა პო, ნეირომეცნიერი. 

კოშმარული აშლილობის მქონე ადამიანებს საწოლის ქვეშ არსებული მონსტრების კი არ ეშინიათ, არამედ სიზმრებში ნანახის. ხშირი და საშიში სიზმრები კი, ბუნებრივია, ხელს უშლის ძილს და უარყოფითად მოქმედებს თქვენს კეთილდღეობაზე მაშინაც, როცა ფხიზელი ხართ. მას IRT-თ, ანუ გამოსახულების რეპეტიციული თერაპიით, მკურნალობენ. ამ დროს ადამიანები უკვე ნანახ ცუდ სიზმრებს პოზიტიურად წარმოიდგენენ და გონებაში, სიფხიზლის დროს, ახალ სიუჟეტს იმეორებენ. ეს მეთოდი წარმატებული საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის გამოდგა, თუმცა მათი თითქმის მესამედი კოშმარების შემცირებას მაინც ვერ ახერხებს… 

სწორედ ამიტომ, IRT-ის გასაძლიერებლად ნეირომეცნიერმა სოფი შვარცმა, კოლეგებთან ერთად, სასწავლო ტექნიკა გამოიყენა, რომელსაც TMR-ს, მიზნობრივი მეხსიერების რეაქტივაციას უწოდებენ — ადამიანი ფოკუსირებულია რაღაცის სწავლაზე, როცა ხმა ჩართულია. იგივე ხმები ისმის ძილის დროსაც, აქ კი სიგნალის მიღებამ, რაც მნიშვნელოვანია მეხსიერების შესანახად, შესაძლოა, გაააქტიუროს და გააძლიეროს ასოცირებული მეხსიერება. 

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა კოშმარული აშლილობის მქონე 36 ადამიანს ტრენინგი IRT-ში ჩაუტარეს, მათი ნახევარი კი აირჩიეს, რათა გაევლოთ უკვე ნანახი კოშმარების რეპეტიცია სიჩუმეში. ხოლო მეორე ნახევარი რეპეტიციობდა მაშინ, როცა 5 წუთის განმავლობაში, ყოველ 10 წამში ფორტეპიანოს მოკლე აკორდი, TMR cue, უკრავდა. ეს პროცესი ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, ისინი სიზმრების დღიურსაც კი აკეთებდნენ. ხოლო, სანამ მათ ეძინათ, ტვინის აქტივობას სენსორებით აღჭურვილი თავსაბურავი იწერდა. ფორტეპიანოს ხმას კი სიზმრის ხმის ასოციაცია ჰქონდა… ამ ხმას ყველა მონაწილე ისმენდა, მაგრამ მათგან მხოლოდ ნახევარმა შეძლო IRT ტრენინგის დროს ხმის დაკავშირება ახალ სცენართან.

TMR-ს ჯგუფმა კი თითქმის დაამარცხა კოშმარები, ყოველკვირეული საშუალო მაჩვენებელი 3-დან 0,2-მდე ჩამოიყვანა და უფრო ბედნიერი სიზმრების ნახვასაც შეუწყო ხელი. ამასთან, ჯგუფი, რომელიც მხოლოდ IRT-ს გადიოდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ისინი კვირაში ერთ კოშმარს მაინც ხედავდნენ… ხოლო TMR-IRT კომბინაცია მეტად ეფექტური იყო — ამ ჯგუფის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ ოდნავ გაიზარდა, კვირაში დაახლოებით 0.2-დან 0.3 კოშმარამდე, როცა მხოლოდ IRT-მ 1.5-ს გადააჭარბა… 

საშობაო კამპანიების სეზონი TK Maxx-ის უცნაური რეკლამით იხსნება

NASA-მ მოღიმარი მზის ფოტო გადაიღო