8 მარტს „ბასისტების დედოფალი“ თავისი განუყრელი ინსტრუმენტითა და უნიკალური ვოკალით თბილისს ეწვევა. კონცერტი Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში, ტრადიციულად, „რესპუბლიკაში” გაიმართება.
ახალგაზრდა ბასისტი და მომღერალო ნიკ უესტი ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან ქუინსი ჯონსი, „პრინცი“, მეისი გრეი, ჯონ მაიერი და სხვები. 2012 წლიდან უესტი თვით „პრინცის” ბასისტი იყო.
მას ინდივიდუალურობის განსახიერებას უწოდებენ. უნიკალური სტილი, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი, მსმენელში თავისუფლების ძლიერ შეგრძნებას ბადებს. უესტის მუსიკა მრავალჟანრულია და მისი თითოეული ნოტი დაწესებულ საზღვრებს არღვევს.
ნიკ უესტი ემოციური ვოკალით მსმენელის გრძნობებზე საოცრად ზემოქმედებს. უესტის მიერ შესრულებულმა AC/DC-ის Back In Black-ის ვერსიამ როკის თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა და მუსიკოსი სტივენ ტაილერის ახალ ფავორიტად აქცია. გამოცემა Rolling Stone-მა კი „თაობის საკულტო ბასისტადაც“ მოიხსენია.
ბილეთების შესაძენად ეწვით ბმულს.
[R]