in

„წარმატებული ადამიანები მარტივად იღებენ გადაწყვეტილებებს და რთულად ცვლიან“ – ნიკა აბაშიძე

M2
M2

ყველა გადაწყვეტილება საუკეთესოა, თუ მზად ხარ, დაინახო მისი დადებითი მხარეები. თუმცა ზოგი გადაწყვეტილება უკეთესია, ვიდრე სხვები და ასეთი გადაწყვეტილებების დადებითი მხარეები აშკარაა. ჩემთვის, სწორედ ასეთი უფრო საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ავტოვლოგის გაკეთება. ავტოვლოგმა საკუთარი თავის საჭირო გარემოცვაში პოზიციონირების საშუალება მომცა და სრულიად შემთხვევით, ავტოვლოგის საშუალებით, გავიცანი ჩემი მეგობარი სანდრო, რომელმაც 3 წლის შემდეგ, ჩემი იდეის დაიჯერა და ქარუში ინვესტიცია ჩადო. რომ არა ავტოვლოგი, ვერ გავიცნობდი სანდროს და ახლა იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ. შეიძლება უკეთეს ადგილას ვყოფილიყავი? არ გამოვრიცხავ, თუმცა ეგ ნაკლებად მგონია. მაინც ძალიან მიხარია, ავტოვლოგი რომ დავიწყე და ახლა აქ ვარ.

ჩემ საყვარელ წიგნში ასეთი ფრაზა წერია: “წარმატებული ადამიანები მარტივად იღებენ გადაწყვეტილებებს და რთულად ცვლიან, წარუმატებლები კი რთულად იღებენ გადაწყვეტილებას და ხშირად იცვლიან აზრს.” ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას ბევრს და დიდხანს არ ვფიქრობ ხოლმე, ხშირად უბრალოდ ვაკეთებ იმას, რასაც გული მიგრძნობს და ვცდილობ, შედეგებში ყველაფერი საუკეთესო დავინახო. ასე რომ, არც ამჯერად მქონდა რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი, უბრალოდ, გავაკეთე ის, რაც მინდოდა და შედეგებს არ დაველოდე.

იმ მომენტისთვის ის მოხდა, რომ ვიცოდი – ვმოძრაობდი. ზოგადად, საჭიროა სისტემატურად ახალი გადაწყვეტილებების მიღება, რომ იმოძრაო, მოძრაობა კი, არსებობისთვის აუცილებელი ფაქტორია. გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ შევცვლიდი. რაღაცებს სხვანაირად გავაკეთებდი, მაგრამ მაგაზე ბევრს არ ვფიქრობ. რა აზრი აქვს იმაზე ფიქრს, რასაც ვეღარ შეცვლი?!

 

ნიკა აბაშიძე – CARU-ს თანადამფუძნებელი.

TOP 6 Video Marketing Trends Expected in 2021

BUGATTI და Dassault ერთ ტრასაზე – ფრანგული ლეგენდების რბოლა!