in

„ავატარის” გმირივით უნივერსალური გაჯეტები – ნიკა ბაქრაძის ბლოგი

მე ბლოგერი ვარ და ჩემს ვიდეოებს ყოველდღიურად 64,000-ზე მეტი გამომწერი ელოდება.  კონტენტის შექმნას მთელ ჩემს დროსა და რესურსებს ვუთმობ, რაც თავის თავში მოიცავს პროექტების მენეჯმენტს, იდეების დამუშავებას და, თუ საჭიროა, კადრირების ჩანახატების გაკეთებას B Roll-ებისთვის. თვითონვე ვაკეთებ სკრიპტებს და ქოფის, ვიღებ A და B Roll-ებს (ანუ კამერის წინ და უკან ყოფნა). შემდგომ მთელ ამ მასალას თავად ვამონტაჟებ ჩემი MacBook-ით, ხოლო  iPhone მეხმარება მზა მასალების სწრაფად ატვირთვაში.

ახალი ვლოგის თემატიკას ტექსიახლეების მიხედვით ვარჩევ. მაგალითისთვის, თუკი რაიმე ახალი პროდუქტი გამოვიდა, ვყიდულობ და ვიღებ მის ანბოქსინგს, შემდგომ ვტესტავ, ვაანალიზებ და ვიღებ მის დეტალურ განხილვას, თუ როგორია ის ყოველდღიურ გამოყენებაში. ასევე, აუდიტორიას ვუზიარებ სხვადასხვა ხრიკს, რომელიც შეიძლება არ იცოდნენ პროდუქტის შესახებ.

მთელი ჩემი ამ ყოველდღიური რუტინის ნაწილი Apple-ის პროდუქტებია. დაწყებული iPhone-იდან, რომლითაც ვიღებ სხვადასხვა პროექტის მასალებს, აქვე ვამუშავებ და ვტვირთავ. MacBook, რომლითაც ფროდაქშენის პროექტებზე ვმუშაობ და Premiere Pro-ს დახმარებით ვამონტაჟებ ვიდეოებს, იქნება ეს ჩემი პლატფორმისთვის თუ დამკვეთებისთვის. iPad-ს კამერის გარე ეკრანად ვიყენებ ხოლმე, ან მონტაჟის დროს დამხმარე ეკრანად MacBook-ის გვერდზე. ამასთან, M სერიის პროცესორები საშუალებას მაძლევს, ეს ყველაფერი უსწრაფესად გავაკეთო ხანგრძლივი ელემენტით, რომელიც ძლებს ერთი დღე და ზოგჯერ მეტიც.

Apple-ის მომხმარებელი 2019 წლიდან გავხდი, როდესაც ჩემი პირველი iPhone შევიძინე. იმ დროს ჯერ კიდევ მეგონა, რომ Apple-ის სამყარო ერთფეროვანია. მხოლოდ  იმ მიზეზით გადავედი, რომ კონტენტის შექმნისთვის iPhone ძალიან მოქნილია, განსაკუთრებით სოცქსელებში ისეთივე ხარისხით ტვირთავს ფოტოს თუ ვიდეოს, როგორსაც იღებს, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამის გარდა, Apple-ს უფრო მეტი კომფორტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ კარგი ხარისხით ატვირთვა. დღეს უკვე სრულად ვარ ჩართული Apple-ის ეკოსისტემაში, რომელიც არა მხოლოდ კონტენტის შექმნაში მეხმარება, არამედ მის დამუშავებაში, მენეჯმენტში თუ მთელი ბიზნესის მართვაში.

გახსოვთ ავა, ფილმიდან ავატარი? გარკვეული უნივერსალური გონება, რომელთანაც „დაკავშირება” შეუძლია პლანეტა პანდორას ყველა მკვიდრს. Apple-ის მოწყობილობებიც მსგავს გამოცდილებას იძლევა. თუ გაქვთ მისი გაჯეტები, ავტომატურად ხართ ჩართული იმ მაგიურ გამოცდილებაში, რომელშიც მაგალითისთვის, თქვენი iPhone და MacBook ან iPad და AirPods ჰარმონიულად მუშაობს ერთმანეთთან თანხვედრაში. 

როგორ შევიძინოთ ორიგინალი Apple

საქართველოში Apple-ს ჰყავს ოფიციალური პარტნიორები. ისინი ავტორიზებული ან პრემიუმ გადამყიდველები არიან, რომლებიც გთავაზობენ როგორც გარანტიას, ასევე სერვისით სარგებლობას. თუ გსურთ, ცადოთ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები და ბევრი სხვა, გადახედეთ Apple-ის ოფიციალური პარტნიორების ჩამონათვალს საქართველოში, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ ორიგინალური პროდუქტები: iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iStore, iPlus, Silknet. თქვენ ასევე შეძლებთ, გამოიყენოთ Trade-in სერვისი, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვა ქვეყნებში.

Visa-სა და SOLO-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა

„კლიპარტისა“ და რუსუდან ფეტვიაშვილის კოლაბორაცია – მორიგი დაუვიწყარი საჩუქარი დედებს