in

გაიცანით ნიკა ღუნაშვილი – კალიგრაფი, რომელმაც სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ანბანი შექმნა!

სტრასბურგში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი, 6 თვის განმავლობაში, იმოძრავებს. ეს მოვლენა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება. ქართული ანბანის ეს ვერსია კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა შექმნა. 

Photo Credit: Imedinews.ge

„დამიკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მთხოვეს ანბანის შემქნა, რომელსაც დაიტანდნენ ტრამვაიზე. რაც შეეხება იდეას, ანბანი კიდურყვავილოვანი სტილის მიხედვით შევქმენი. ეს არის ძველი ქართული სტილი, რომელსაც იყენებდნენ ხელნაწერებში, სახელ – გვარის ასოებში, სათაურებში. სწორედ მისი განახლებული ვერსიაა სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ანბანი – დღეს მოქმედი 33 ასო-ბგერა, შევცვალე ფერები, დავამატე გარკვეული დეტალები. ამ პროექტზე, დაახლოებით, ერთი თვე ვმუშაობდი“.

ნიკა ღუნაშვილი  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობს. არის მეორე კურსის სტუდენტი. ამბობს, რომ კალიგრაფიით ბავშვობაში დაინტერესდა და პროფესიულ დონეზე შეისწავლა.

კალიგრაფი ნიკა ღუნაშვილი

ქართული ანბანის ახალი და განსხვავებული მოხაზულობების გარდა, ნიკა ღუნაშვილი ქმნის კალიგრამებსაც. ეს სიტყვისა და გამოსახულების ერთობლიობაა. სწორედ ასეთი პროექტი იყო „როგორია ნამდვილი“ („გუდვილის“ კამპანია).

პროექტი „როგორია ნამდვილი“/ ავტორი ნიკოლოზ ღუნაშვილი
პროექტი „როგორია ნამდვილი“/ ავტორი ნიკოლოზ ღუნაშვილი

თავისუფალ დროს ხელნაწერებსაც ქმნის ან სხვადასხვა თემაზე, დამოუკიდებლ ნამუშევრებს ასრულებს. აქედან, ზოგი კონკრეტულ მოვლენას ან თარიღსაც უკავშირდება.

ელექტროველოსიპედი, რომელიც ერთ დამუხტვაზე 200 კილომეტრს გადის

კონფლიქტი ყველა გუნდშია! სად არის გამოსავალი?