საქართველოს ბანკმა Miami Ad School-ში სასწავლებლად ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დააწესა. ამიერიდან, ყოველ წელს, ერთი ქართველი სტუდენტი მიიღებს შანსს Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლოს. სტიპენდია არის მათთვის, ვისაც საინტერესო იდეები აქვს და შესაძლებლობას ეძებს, შემოქმედებით სფეროში განათლება და გამოცდილება მიიღოს. ის ვინც, სტიპენდიას მოიპოვებს, შეეძლება Art Direction-ის, Copywriting-ისა თუ Creative Technology 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლოს.
Miami Ad School ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.
საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი, ნიკა გუჯეჯიანი Miami Ad School-ის კურსდამთავრებულია და როგორც თვითონ ამბობდა: “ეს სკოლა იმისთვისაა, რომ რაც იცი, იმის გამომჟღავნების ნაცვლად, აქ უნდა ისწავლო ის, რაც არ იცი და შექმნა ნამუშევრების პორტფოლიო..”
[fbvideo link=”https://www.facebook.com/marketer.ge/videos/2519835451599830/?epa=SEARCH_BOX” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]