Tbilisi school of communication განცხადებას ავრცელებს: „რადგან ვიცით, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ნიკას ცხოვრებაზე მის სტიპენდიას, გვსურს, დავაწესოთ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის 50%-იანი სასწავლო გრანტი ინოვაციური სტარტაპერებისთვის

ნიკა – ახალგაზრდა ქართველი პროფესიონალი კრეატივის სფეროში, რომელსაც უყვარდა კომუნიკაცია, განათლების დიდი მხარდამჭერი იყო.
თავად, ნიკამ, Miami Ad School-ი სტიპენდიით დაამთავრა.
 
ვიცით, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის თანადაფინანსებას, რომელიც სკოლამ უზრუნველჰყო.
 
სწავლის დამთავრების შემდეგ, როდესაც უკვე საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი იყო, მან ინოვაციური სტარტაპი Qvevri XYZ დააფუძნა.
 
იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა, სტიპენდიატებზე დიდ გავლენას იქონიებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს, Cannes Lions Georgia – კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო დაწესების შესახებ და „მას ყოველწლიურად, ის ადამიანი მიიღებს, რომელსაც ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაასახელებს ჟიური“.

26 წლის ნიკა გუჯეჯიანი 15 მარტს, გომ­ბო­რი-თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მომ­ხდარი ავა­რი­ის შედეგად დაიღუპა.

ნიკა გუჯეჯიანს, დიდი ხანია, სარეკლამო სფეროში იცნობენ. გასული 2 წლის განმავლობაში, ის საქართველოს ბანკის კრეატივ დირექტორის პოზიციას იკავებდა, 2018 წლის ნოემბრიდან კი, „ალდაგის“ გუნდს შეუერთდა.