20
Apr
2019

ნიკა გუჯეჯიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი ვატო ქავთარაძე გახდა

20 Apr 2019

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდოს მფლობელი ვატო ქავთარაძე გახდა. აღნიშნულის შესახებ კანის ახალგაზრდული ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე, რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ჯილდო საქართველოში კანის კრეატიული ფესტივალის წარმომადგენლობამ, 2019 წლის 18 მარტს, შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წევრის – ნიკა გუჯეჯიანის გარდაცვალების შემდეგ დააწესა.

ცნობილია, რომ მას, ყოველწლიურად, ის ადამიანი მიიღებს, რომელსაც ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაასახელებს სპეციალური ჟიური.

განხილვა