Young Lions Georgia 2022-ზე ნიკა გუჯეჯიანის ჯილდოზე ნომინირებულთა ათეული უკვე ცნობილია! საბოლოო გამარჯვებული კი 5 მაისს გამოვლინდება.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდო 2019 წელს, საქართველოში კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ დააარსა. მისი პირველი მფლობელი სააგენტო Windfor’s-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ვატო ქავთარაძე გახდა. ჯილდო გადაეცემა ადამიანს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში.











