Young Lions Georgia 2022-ზე ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდო ლევან ლეფსვერიძეს გადაეცა. ლევანი საკომუნიკაციო სააგენტო „ლივინგსტონის“ შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელია; ასევე Cannes Lions Georgia-ს თანაორგანიზატორი.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდო 2019 წელს, საქართველოში კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ დააარსა. მისი პირველი მფლობელი სააგენტო Windfor’s-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ვატო ქავთარაძე გახდა. ჯილდო გადაეცემა ადამიანს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში.