Cannes Lions Georgia – კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს:
„შემოქმედებითმა ინდუსტრიამ დაკარგა ნიკა გუჯეჯიანი – ძალიან ძვირფასი მეგობარი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალი… ნიკა ყოველთვის მთელი ძალისხმევით ცდილობდა ჩვენი ინდუსტრიისა და მასში დასაქმებული ახალგაზრდების ინსპირაციასა და მხარდაჭერას.
კანის საქართველოს წარმომადგენლობამ გადავწყვიტეთ, დავაწესოთ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო!
მას, ყოველწლიურად, ის ადამიანი მიიღებს, რომელსაც ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაასახელებს ჟიური“.
შეგახსენებთ, 26 წლის ნიკა გუჯეჯიანი 15 მარტს, გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა.
ნიკა გუჯეჯიანს, დიდი ხანია, სარეკლამო სფეროში იცნობენ. გასული 2 წლის განმავლობაში, ის საქართველოს ბანკის კრეატივ დირექტორის პოზიციას იკავებდა, 2018 წლის ნოემბრიდან კი, „ალდაგის“ გუნდს შეუერთდა.