in

ნიკა ქურდიანი SME Banking Awards-ზე, „წლის SME ბანკირის“ ნომინანტია!

ხმის მიცემა 28 იანვრამდე!

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, ასევე TBC UZ-ის და Payme-ს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ნიკა ქურდიანი „SME Banking Awards 2020-ზე“ წარადგინეს. „წლის SME ბანკირის“ ნომინაციაში, ის 7 კანდიდატიდან ერთ-ერთია, მთავარ პრიზს კი მხოლოდ ერთი მათგანი მიიღებს.

კონკურსს საბანკო ასოციაცია Efma და ფინანსური სერვისების კომპანია Mastercard ატარებენ. სწორედ მათ შეარჩიეს ნომინანტები, ამოსავალი კი იმ ბანკების მომსახურების სხვადასხვა მაჩვენებელი (ინოვაციები, SME ინიციატივები, ბიზნეს შედეგები და ა.შ.) იყო, რომლებსაც  კანდიდატები წარმოადგენენ.

თითოეული ნომინანტი, ორგანიზატორებმა, სპეციალური პოდკასტების სერიაში, საზოგადოებას უკვე გააცნეს. ბუნებრივია, მათ შორის იყო ინტერვიუ ნიკა ქურდიანთან.

„წლის SME ბანკირის“ გარდა, დაჯილდოებაზე კიდევ ერთი ნომინაციის „წლის საუკეთესო SME ბანკის“ გამარჯვებულსაც დაასახელებენ. 11 კანდიდატთან ერთად, ამ კატეგორიაში  წარდგენილია თიბისი. ამ შემთხვევაში, ნომინანტთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო, როგორ უჭერდა მხარს ესა თუ ის ბანკი, კრიზისის დროს, მცირე და საშუალო მეწარმეებს.

თქვენი რჩეული ნომინანტების მხარდასაჭერად, ხმის მიცემა 28 იანვრამდე შეგიძლიათ.

„ონლაინ“ მიცემული ხმები ფინალური შედეგის 50%-ია. მეორე 50%-ს Efma-სა და Mastercard-ის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური წარადგენს. გამარჯვებულები ამ ორი მაჩვენებლის გაერთიანებით გამოვლინდება.

„Efma არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საბანკო ასოციაცია. მის მიერ ჩემი, როგორც პერსონის და თიბისის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის ნომინირება დიდი პატივია. გარდა ამისა, თიბისი ისეთ ნომინანტებს შორისაა დასახელებული, როგორიცაა, მაგალითად, ბრაზილიაში და საერთოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი Itaú, ან ყველაზე დიდი ბანკი ესპანეთში Santander Bank“. და ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – ამბობს ნიკა ქურდიანი. 

SME Banking Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი, 16 სექტემბერს (ცენტრალური ევროპის დროით 14:00-ზე) „ონლაინ“ გაიმართება.

დაჯილდოებაზე დასასწრებად, მსურველებმა, „ონლაინ“ რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

საერთო სამუშაო სივრცე Terminal “Eurasian Startup Awards”-ის ფინალისტებს შორის მოხვდა

TBWA-მ შექმნა ფონტი, რომელიც კლიმატის კრიზისზე გესაუბრებათ