in

ნიკა ქუთელიას ნამუშევრები ანდრეა გროსის პროექტში მოხვდა

ვიზუალური არტისტის ნიკა ქუთელიას ნამუშევრები იტალიელი დიზაინერის, ანდრეა გროსის კოლექციისთვის შეიქმნა. პროექტში ნიკა ქუთელია 11 ხელოვანთან ერთად მონაწილეობდა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და დიზაინერის ხაზისთვის, სახელწოდებით ESSENTIALS მისთვის დამახასიათებელი ხედვით ქმნიდა ილუსტრაციებს.

BOG
BOG

ნიკა ქუთელია: „როგორც ჩვეულებრივ ხდება, ანდრეამ ჩენი ნამუშევრები ინსტაგრამზე ნახა. შემდეგ, რამდენიმე თვე ვიყავით კონტაქტზე და საქმე იქამდე მივიდა, რომ მისგან შემოთავაზება მივიღე. უნდა მემუშავა, რომელიც მის მომავალ კოლექციას უკავშირდება. ანდრეას თვალს აქამდეც ვადევნებდი. საკმაოდ კარგად ვითარდება. მისი ერთ-ერთი ძველი კოლექციის სახე იყო Lil Nas X. ძალიან დასამახსოვრებელი იდენტობა აქვს ანდრეას სამოსს, მნიშვნელოვნად გამოირჩევა სხვებისგან.“

M: რას გამოხატავს შენი ნამუშევარი?

ჩემი ნამუშევარი გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ძალა, როდესაც ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. ამ ნამუშევარში
პრინტი იმ ძალის პერსონიფიკაციაა, რომელიც ნამდვილად გვაკლია. ხოლო თუ გვაქვს, ვცდილობთ ის ჩვენს საყვარელ ადამიანებს გავუზიაროთ. მარტო არ ვართ, ეგ უნდა ვიცოდეთ სულ.

M: რას ნიშნავს შენთვის ამ პროექტზე მუშაობა?

ჩემთვის, ეს პროექტი, ალბათ ჯერ კიდევ ერთი გადადგმულ საინტერესო ნაბიჯს ჰგავს, რომელიც მეორეს მიყვება, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც შეუძლებელი არაფერია გარდა ამ სიტყვისა – „შეუძლებელი“, რომელსაც მე საერთოდ წავშლიდი.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

შესაძლოა, ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის ფუნქციონირება შეწყდეს

მითები და ფაქტები ვეგანობის შესახებ