in

გარემო, სადაც შენი შესაძლებლობები უსაზღვროა – ნიკა სარალიშვილი, საქართველოს ბანკის Business Intelligence-ის გუნდის წევრი

მცირე და საშუალო ბიზნესები ქვეყნის ეკონომიკის მთავარ საყრდენს წარმოადგენენ. მათი განვითარება პირდაპირ პროპორციულია ეკონომიკის ზრდისა.  ეს კი თავისთავად უწყობს ხელს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად არაერთ ინიციატივას ახორციელებს. 

ამ პროცესებში კი აქტიურად არის ჩართული ნიკა სარალიშვილი, საქართველოს ბანკის Business Intelligence-ის უფროსი მენეჯერი. როგორც თავად გვიყვება, მისი გუნდის მთავარ პასუხისმგებლობას რეპორტინგისა და ანალიზის საშუალებით ბიზნესების საქმიანობის შედეგების შეფასება წარმოადგენს.

„ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული ბიზნეს პროცესში – პროექტის იდეიდან მის იმპლემენტაციამდე. თუმცა, ჩვენი მუშაობა თითოეულ პროექტზე მისი იმპლემენტაციით არ სრულდება. განხორციელებული ბიზნეს გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ აქტიურად ვახდენთ მისი შედეგების მონიტორინგს. 

ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივაციის წყარო ამ გუნდში მუშაობისას სწორედ ეს არის – აქტიურად ვიყო ჩართული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელსაც დადებითი სინერგია მოაქვს მომხმარებლებისთვის და ბანკისთვისაც.“

საქართველოს ბანკის გუნდში მიღებული გამოცდილების შესახებ ნიკა დეტალურად ინტერვიუში გვიყვება:

რას ნიშნავს თქვენთვის იყო საქართველოს ბანკის გუნდის წევრი და როგორ დაიწყო თქვენი მოგზაურობა? 

საქართველოს ბანკში მუშაობა 2 წლის წინ დავიწყე. პირველივე დღიდან ჩემთვის ეს დიდ პასუხისმგებლობად და გამოწვევად იქცა, რადგან საქართველოს ბანკი არის ადგილი, სადაც შეგიძლია მუდმივად განვითარდე და გახდე უკეთესი, ვიდრე იყავი გუშინ. ამიტომ, არ გაჩერება შენი მთავარი ამოცანა ხდება. 

გუნდის მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად ყოველდღიურად მიწევს სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა და ბიზნესის საქმიანობის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ ბაზარზე ბიზნესის გამოწვევები სწრაფად ცვალებადია, ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ, რომ ფეხი ავუწყოთ ამ ცვლილებებს და ჩვენს საქმიანობაში ოპერატიულად დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები. 

შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ სიახლეებისკენ სწრაფვა და გამოწვევებისადმი მზაობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ახასიათებს, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ისეთ სამუშაო გარემოს, სადაც „შენი შესაძლებლობები უსაზღვროა“. 

რატომ არის მომხმარებლისთვის Business Intelligence-ი მნიშვნელოვანი?

რეპორტინგი და ანალიზი ნებისმიერ ბიზნეს საქმიანობას სჭირდება – ეს ის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც ბიზნესის მუდმივ განვითარებას განაპირობებს. 

მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტში თითოეული გადაწყვეტილება გასული პერიოდის ანალიზს და ჩვენს მომხმარებელთა საჭიროებებს ეფუძნება. ამისათვის კი უმნიშვნელოვანესია ჩვენი სამსახურის როლი იმ კუთხით, რომ ავტომატიზაციის და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ხელსაწყოების საშუალებით ვაანალიზებთ მათი საქმიანობის შედეგებს, ვსწავლობთ ჩვენი მომხმარებლების ქცევას/საჭიროებებს, ვადგენთ იმ ასპექტებს სადაც არის გაუმჯობესების შესაძლებლობა და მასზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება.  

მომხმარებელთა კომფორტის გასაზრდელად კი ჩვენი თანამშრომლებისთვის ვქმნით ერთიან საინფორმაციო ბაზას, რომელიც ბანკირს აძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღოს. ეს კი მომსახურების პროცესს უფრო სწრაფს და ეფექტურს ხდის. 

რა არის თქვენი უშუალო პასუხისმგებლობა?

მე სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტების მომზადებისა და მათი ავტომატიზაცია/ვიზუალიზაციის პროცესში ვარ ჩართული. ბიზნესის საჭიროებების ცვლილებასთან ერთად იცვლება საანალიზო საკითხების სპეციფიკაც, რაც თავის მხრივ,  უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩემს საქმიანობას. 

გარდა ამისა პერიოდულად ვაკეთებთ ბიზნეს პროდუქტების ანალიზს, ასევე ჩართული ვარ სეგმენტაციის პროექტში, რომლის ფარგლებშიც ვსაზღვრავთ მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებელთა საჭიროებებს მათი ზომის მიხედვით, რომელზე დაყრდნობითაც ვთავაზობთ მათზე მორგებულ მომსახურებას. 

ამასთანავე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მომხმარებლების დიჯიტალიზაციაზე, რათა სასურველი მომსახურება უფრო მოკლე დროში, ეფექტურად მიიღონ. 

მოკლედ, ჩვენი საქმიანობის არეალი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია, რაც ხელს უწყობს გუნდის თითოეული წევრის ფართო სპექტრით განვითარებას. 

როგორ შეაფასებდით Business Intelligence-ის დეპარტამენტის სამომავლო გეგმებს?

ჩვენი დეპარტამენტის სამომავლო მიზანი ანალიტიკური რეპორტების სრულად ავტომატიზაცია და ტექნიკური საქმიანობის შემცირებაა. თანამედროვე ბაზარზეც სწორედ ეს გამოწვევებია. ლაივ რეჟიმში ბიზნეს საქმიანობის შედეგების ყურება და მათი ანალიზი შესაძლებლობას იძლევა, ხელი გვეჭიროს პულსზე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ეფექტური გადაწყვეტილების დროულად მიღებას. 

დღევანდელი ტექნოლოგიური სამყარო კი ამის შესაძლებლობას ძალიან მარტივად იძლევა. თუმცა, სამომავლოდ ტექნოლოგიური სამყარო კიდევ უფრო მეტ ინოვაციას გვპირდება. 

[პარტნიორის კონტენტი]

დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის!

იმოგზაურეთ მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად – გაიგეთ მეტი წლის ყველაზე დასამახსოვრებელ კამპანიაზე!