in

CES Records ნიკა მაჩაიძის ალბომებს თავიდან გამოსცემს


25 სექტემბერიდან, CES Records ყოველკვირეულად ქართველი ელექტრონული მუსიკოსის, ნიკა მაჩაიძის 2000-იანი წლების დასაწყისში გამოშვებულ ალბომებს, თავიდან, ციფრულ ფორმატში გამოსცემს, რომელიც ნოემბრის თვეში “GEO Weddings” სერიით გაგრძელდება, შემდეგში კი აქამდე გამოუქვეყნებელი მუსიკით 10-მდე ალბომი გამოიცემა.

პირველი ალბომი, რომლითაც ეს რამდენიმეკვირიანი მარათონი დაიწყება, 2002 წელს, გერმანულ WMF Records-ზე გამოცემული „Sestrichka”, იმ პერიოდის პირველად სურათს გვიხატავს, როდესაც ქართული ელექტრონული მუსიკა საზღვრებს გასცდა.

ნიკა მაჩაიძე ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერია. მაია სუმბაძესთან, გოგი ძოძუაშვილთან, თამუნა ქარუმაძესთან და სხვებთან ერთად იგივე სახელოვნებო კოლექტივ „გოსლაბის“ წევრი იყო, მოგვიანებით სწორედ ამ კოლექტივის შიგნით წარმოქმნილ იდეებზე შეიქმნა მისი პირველი ალბომები. ამჟამად იგი CES-ში ტუსია ბერიძესთან ერთად „მუსიკის წარმოების“ კურსს უძღვება.


თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს, უზრუნველყოფის გარეშე

TeTe Noise-ის ახალი EP “Because I Can”