in

ნიკა მაჩაიძის მუსიკალური ანთოლოგიის სერია CES Records-ზე გამოვა

პირველი სინგლს ლეიბლზე 25 ივნისს უნდა ველოდოთ


25 ივნისიდან, CES Records-ზე ნიკა მაჩაიძის მუსიკალური ანთოლოგიის გამოშვება იგეგმება. სერია მუსიკოსის მიერ 1996-2021 წლებში შექმნილ, ჯერ ფართო საზოგადოებითვის უცნობ ნამუშევრებს მოიცავს და ყოველ პარასკევს, CES Records-ზე სხვადასხვა ფორმატის სახით გამოვა.

            „ამჟამად უკვე 4 რელიზი გვაქვს ჩაშვებული და გამზადებული, რომელიც ყოველ პარასკევს გამოვა. სამომავლოდ უნდა ველოდოთ რამოდენიმე ათეულ სინგლს, 5 EP-ს,  5-10 წლების მიხედვით დალაგებულ კომპილაციას. სპექტაკლებისთვის შექმნილ მუსიკას, მუსიკას მოდების ჩვენებებისთვის; ფილმის მუსიკას და სხვა . . . გრძელი და ხალისიანი თვეები გველის“ – ამბობს ნათია სართანია CES Records-ის დამფუძნებელი.

            „ყოველთვის ეკლექტურ მუსიკას ვაკეთებდი, როგორც ჟანრობრივად ასევე ემოციურად. გვინდა თუ არ გვინდა, უმეტესწილად გარემოს რეფლექციას ვაკეთებთ და ვფუთავთ ჩვენს ემოციებში… შესაბამისად ჩემი მუსიკაც 25 წლის მანძილზე ჩემთან და გარემოსთან ერთად იცვლებოდა – საკუთარ მუსიკალური სტილის ტრანსფორმაციაზე გვიყვება Nikakoi.

პირველი სინგლს, დასახელებით „Lam-a97“, CES Records-ზე 25 ივნისს უნდა ველოდოთ.


ნახეთ: ზღვის სანაპიროზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები

კვლევა – ჩვენი ყველაზე ადრეული მოგონება ორწლინახევრის ასაკიდან მოდის