in

10 პრინციპი, რომლებმაც Nike მსოფლიო ბრენდად აქცია

გარკვეული რუტინის შემუშავება ყველა კომპანიაში საჭიროა, უბრალოდ, იმ წესების განსაზღვრა, რომელთაც მთელი კულტურა დაეყრდნობა საკმაოდ რთული, მაგრამ მძლავრი იარაღია. 

დიდი ბრენდების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ წესები არა თუ შემზღუდავი და შემაწუხებელი, არამედ მეტი ინოვაციის თუ კრეატიულობის საწინდარია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, თანამშრომლები ნეგატიურის ნაცვლად, დადებით კონტექსტში განიხილავდნენ ამა თუ იმ წესს. ამის ნათელი მაგალითია Nike, სადაც 1977 წელს მარკეტინგის ხელმძღვანელმა, რობ სტრასერმა, 10 პრინციპი შეიმუშავა — მათგან ზოგი წესი, ზოგიერთი კი პერსპექტივას წარმოადგენს:

  1. ჩვენი ბიზნესი ცვლილებაა.
  2. ჩვენ მუდმივ ბრძოლაში ვართ. ყოველთვის.
  3. ითვლება წარმატებული შედეგები და არა — წარმატებული პროცესები. დაარღვიეთ წესები.
  4. ეს იმდენადვე ეხება ბრძოლას, რამდენადაც ბიზნესს.
  5. ნუ გექნებათ რაიმეს მოლოდინი. დარწმუნდით, რომ ყველა დაპირებას შეასრულებთ და ამისკენ მომართეთ როგორც საკუთარი, ისე სხვების ენერგია.
  6. დარჩით მიწაზე.
  7. თქვენი სამუშაო არ დასრულებულა, სანამ საქმე ბოლომდე არ შესრულდება.
  8. საფრთხეები: ბიუროკრატია, პერსონალური ამბიციები, ენერგიის წამრთმევები ენერგიის გამცემების წინააღმდეგ. გააცნობიერეთ საკუთარი სისუსტეები და ბევრ საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით.
  9. ეს ლამაზი არ იქნება.
  10. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, ფულის გამომუშავება ავტომატურ რეჟიმში დაიწყება.

მოდით, რამდენიმე პრინციპი უფრო დეტალურად განვიხილოთ:

„თქვენი სამუშაო არ დასრულებულა, სანამ საქმე ბოლომდე არ შესრულდება“ — აქ აშკარად ჩანს, რომ ბრენდი 9-დან 5 საათამდე განრიგს კი არ ეფუძნება, არამედ საქმის ბოლომდე მიყვანას. ამას ლოგიკურად ებმის წარმატების შედეგებით განსაზღვრა, ნაცვლად გადადგმულ ნაბიჯებზე ფიქრისა.

„დარჩით მიწაზე“ მოწოდება კი წარმოსახვისა და კრეატიულობის ლოგიკურ შედეგებთან შესაბამისობას მოიცავს. ხოლო ბოლო პრინციპი ერთგვარ შემაჯამებელ პუნქტს წარმოადგენს, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინება/შესრულებას გულისხმობს.

ახლა, როცა ბრენდის ამდენწლიანი წარმატების ისტორიას ვადევნებთ თვალს და ყველაფერი აშკარაა, მარტივად შეგვიძლია იმის თქმა, რომ წესები აყალიბებს ჩვევებს; ჩვევები კი — ყოველდღიურ შედეგებს.

„მიჰყევით წესებს იქამდე, ვიდრე მათზე ფიქრს საბოლოოდ შეწყვეტთ“

რას აქცევს გაყიდვების პროფესიონალი განსაკუთრებულ ყურადღებას მომხმარებელთან ურთიერთობისას?

5 შეცდომა, რომლებსაც ელ.ფოსტებში უშვებენ