in ,

Nike-მ, კრიშტიანუ რონალდუს ბავშვობის ფოტოზე, Adidas-ის ლოგო ჩაანაცვლა

შაბათს, 32 წლის კრიშტიანუ რონალდუმ, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რეალ მადრიდის სასარგებლოდ, 2 გოლი გაიტანა. გამარჯვების აღსანიშნავად, „ნაიკმა“, პორტუგალიელი ფეხბურთელის სპონსორმა – შექმნა რეკლამა ახალგაზრდა რონალდუს მონაწილეობით, მაისურზე ნაიკის ლოგოთი და წარწერით – „ამ ბიჭმა იცოდა“, რაც გულისხმობს, რომ მსოფლიო-სახელგანთქმულმა ათლეტმა წინასწარ იცოდა, რა წარმატებასაც მიაღწევდა თამაშებში.

BOG
BOG

რონალდუმ ფოტო გააზიარა საკუთარ ტვიტერზე ჰეშთეგით: #Justdoit – (ნაიკის სლოგანი).

ავსტრალიელმა იუთუბერმა, ჯეი ბაქსმა კი უპასუხა რონალდუს ტვიტს, რომ მოთამაშეს, ორიგინალ ფოტოში, ეცვა ადიდასის ჯემპრი.ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ წელს, როცა კრიშტიანუ რონალდუ ყურადღების ცენტრში მოექცა იუმორისტული მემის გამო. მარტში, არაერთი სასაცილო მემე გაკეთდა მის საზარელ ბიუსტზე, რომელიც შეიქმნა კრიშტიანუ რონალდუს აეროპორტის – Madeira-ს გახსნის აღსანიშნავად. 

საქართველოს უნივერსიტეტი ინგლისურენოვან საზაფხულო სასერტიფიკატო კურსებს გთავაზობთ

დღე, როცა Shazam-ს სიმღერები დაავიწყდა! ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ციფრული კამპანია