in

Nike-მა წყალგაუმტარი Air Force შექმნა

Nike-მა გადაწყვიტა, საკულტო Air Force 1 მოდელის განახლებული სერია წარედგინა, — უბრალოდ, უახლესი ტექნოლოგიის მეშვეობით, ფეხსაცმელი წყალგაუმტარად აქციეს. ამ სპორტული მოდელის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება, როდესაც კალათბურთის მოედანზე პირველად გამოჩნდა, შემდეგ კი მოდისა და მუსიკის სამყაროშიც დაიმკვიდრა ადგილი. ხოლო ახლა ბრენდი მის „იდენტობას“ კიდევ უფრო აძლიერებს, ვინაიდან ბუნების წინააღმდეგ მიდის.

BOG
BOG

Air Force 1-ის მუდმივი ესთეტიკის ერთგულებით შექმნილი მოდელი აღჭურვილია ისეთი ზედაპირით, რომელიც სრულად წყალგაუმტარია. ვიზუალური თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა, ყველაფერი საკულტო წინამორბედის მსგავსია — ცვლილება მხოლოდ ტექნიკურ მხარეს ეხება, რათა მომხმარებლებმა ნებისმიერ ამინდში მშვიდად შეძლონ მისი ჩაცმა.

ამასთან, Nike Air Force 1 ’07 Pro-Techs სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ვერცხლისფერი, University Gold და შავი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა

Google-მა ახალი AR Beauty ხელსაწყოები გამოუშვა