in

Nike თავის Web3 პლატფორმაზე ახალ ვირტუალურ კოლექციას უშვებს

veon
veon

Nike Web3-ისა და ვირტუალური მოდის სამყაროში აბიჯებს — თავიანთ Web3-ის პლატფორმა .Swoosh-ზე მალე ციფრული ბოტასების პირველ კოლექციას გამოუშვებენ. Dubbed Our Force 1-ის (OF1) კოლექცია Nike-ის პირველ 50 წელს ეძღვნება და პატივისცემას გამოხატავს Air Force 1-ის შემოქმედებისა და მრავალფეროვნებისადმი.

პირველად 1982 წელს გამოვიდა და სახელი იმ თვითმფრინავის პატივსაცემად დაერქვა, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტები იყენებდნენ. Nike Air Force 1 (AF1) თავდაპირველად კალათბურთელთა ფეხსაცმელებით იყო წარმოდგენილი და იგი დღემდე ფეხსაცმლის ერთ-ერთ გამორჩეულ დიზაინად რჩება. ახლა კი, როგორც ჩანს, ისინი ფიზიკურ სივრცეებს ცდებიან და ვირტუალურში ინაცვლებენ.

ბრენდის თქმით, კოლექცია ვირტუალურ AF1-ებს მოიცავს, რომლებიც Nike-თან ერთად ოთხმა ციფრულმა ხელოვანმა შექმნა. თანაც, ისინი ბრენდის მიერ ჩატარებული სოციალური მედია კონკურსის გამარჯვებულები არიან. 

Classic Remix-ის ციფრულ ყუთში მომხმარებლებს 1982 წლიდან 2007 წლამდე AF1-ის ვირტუალური მოდელების პოვნა შეუძლიათ. რაც შეეხება მეორე New Wave-ის ციფრულ ყუთს, იგი უკვე 2007 წლიდან წარმოებულ მოდელებს შეიცავს. ხოლო, როცა მომხმარებლები Nike-ის ვირტუალურ ყუთებს გახსნიან, იქ 3D ფაილსაც იპოვიან, რომლის ჩამოწერასა და საკუთარი თავის ახალი გზებით გამოხატვას შეძლებენ.

„OF1 კოლექცია გვიჩვენებს, რომ Nike აგრძელებს ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს, რათა მოვყვეთ ამბები და დავამყაროთ ურთიერთობები. ამავდროულად, წავშალოთ ბარიერები და ის შეზღუდვები, რომლებიც ფიზიკურ პროდუქტს ახლავს თან. უფრო და უფრო მეტი წევრით, რომელთაც საკუთარი თავის გამოხატვა ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებში სურთ, .Swoosh მომავლის ბაზარი გახდება, — აცხადებს რონ ფარისი, Nike Virtual Studios-ის გენერალური მენეჯერი. 

ფასი კი მხოლოდ 19.82 დოლარია, რომელთა შეძენაც ექსკლუზიურად .Swoosh-ის წევრებისთვის იქნება შესაძლებელი. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ზოგიერთი მომხმარებელი მის ყიდვას 8 მაისს მოახერხებს, ყველა წევრისთვის კი 10 მაისს გაიხსნება…

TEDxTbilisi-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Mercedes-Benz-ის გუნდში სტაჟირებას გაივლის