SneakerHead – ასე ეწოდება შემოქმედებითი სტუდია Dorothy-ის მიერ შექმნილ პოსტერს, რომელშიც სპორტულ ფეხსაცმელთან დაკავშირებული ათეულობით სიუჟეტია ჩატეული. სამი ფერის ლითოგრაფიული პრინტით შექმნილ ნამუშევარზე Nike Air Max-ის პირველი, 1987 წლის მოდელია გამოსახული.
გარდა იმისა, რომ SneakerHead დეტალიზებული ვიზუალიზაციის არაჩვეულებრივი ნიმუშია და საინტერესო ესთეტურ მახასიათებლებს შეიცავს, ის შინაარსის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. აქ, 1839 წელს, ჩარლზ გუდიერის მიერ რეზინის (ვულკანიზებული მეთოდით) აღმოჩენასთან დაკავშირებულ ვიზუალსაც შეხვდებით და მაიკლ ჯორდანსაც, Space Jam-ის პერსონაჟებთან ერთად, რომლებიც პლანეტის რგოლზე კალათბურთს თამაშობენ. Dorothy-ს პოსტერი, ბოტასის ირგვლივ სულ 34 სიუჟეტს აერთიანებს.
SneakerHead-ზე შეამჩნევთ ფორესტ გამპს Nike Cortez-თან ერთად, უკან მომავალში დაბრუნებულ მარტი მაკფლაის Nike MAG-ით და „თაიგერებში“ გამოწყობილი ბრიუს ლიც აქ დაგხვდებათ. დაკვირვებული თვალი ბოტასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო ფიგურებს, მოვლენებსა და სცენებსაც წააწყდება.
SneakerHead-ის მრავალფეროვნებაში რომ არ დაიკარგოთ, Dorothy-მ თავის ნამუშევარს გზამკვლევიც დაურთო, რომელიც მარჯვენა ზედა კუთხეშია განთავსებული.