in

Nike-მა ნაჩუქარი Air Max-ები მომხმარებლებს დრონებით მიაწოდა

Nike-მა, დრონის საშუალებით, sneaker drop კონცეფციას ახალი დანიშნულება შესძინა. Air Max-ის პოპულარიზაციისთვის, ბრენდმა ნიუ-იორკსა და ლოსანჯელესში ფეხსაცმელები უფასოდ დაარიგა. მისამართები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს, JD Sports-ის მაღაზიის მომხმარებლებიდან. გამარჯვებულებს Nike Air Max-ის ფეხსაცმელები უფასოდ შეხვდათ. ამანათები ადრესატებამდე მეზობელი შენობების სახურავებიდან პილოტირებული დრონით მიიტანეს. კამპანიაზე სააგენტო AKQA-მ იმუშავა.

დაგვიანებული მიწოდებისა და შეუსრულებელი შეკვეთების ფონზე, კამპანიის მიზანი მომხმარებლების ინტერესის გაზრდა იყო.

პროდუქტის დრონით მიწოდება Nike-ის მობილური აპლიკაციის ერთ-ერთი უახლესი ფუნქციაა და ის თანამედროვე ტედენციებისა და ფიზიკური და ციფრული სამყაროების ახლებურ ხედვას უსვამს ხაზს.

Dyson-ის ყურსასმენები ჰაერის გამწმენდ მოწყობილობასაც გთავაზობთ

ლიკა სულაბერიძის გზა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალის დირექტორობამდე