მართალია, სუნთქვა და ჰაერი ყველა ადამიანისთვის აუცილებელი ბუნებრივი ფაქტორია, მაგრამ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სპორტსმენებისთვისაა. Nike თავის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც სააგენტო Wieden + Kennedy-მ სპეციალურად VaporMax Air-ისთვის მოამზადა, სპორტის სხვადასხვა სახეობას წარმოგვიდგენს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა პროფესიონალი სპორტსმენებისთვის. კომპანიის ახალი სპორტული ფეხსაცმელი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. დახვეწილი დიზაინი მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
https://www.youtube.com/watch?v=XXEOlP2kpr0











