in

Nike და Tiffany & Co ბოტასის ერთობლივ მოდელს გამოუშვებენ

მას შემდეგ, რაც ინტერნეტ სივრცეში ფოტოები აქტიურად გავრცელდა, Nike-მა ოფიციალურად დაადასტურა Tiffany & Co-სთან თანამშრომლობა. ეს პარტნიორობა Air Force 1 Low sneakers-ის სპეციალური მოდელის შექმნას შეეხება.

BOG
BOG

სპორტული ტანსაცმლის გიგანტის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ნაჩვენებია Nike-ის ფეხსაცმლის ყუთი, რომელსაც ტიფანის საკულტო ფერი აქვს, ზემოდან ნაიკის ლოგოთი. Hypebeast-ის თქმით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ძვირადღირებულ საიუველირო ბრენდს Nike-თან პარტნიორობა პარტნიორობა სურს — ისინი აქამდეც თანამშრომლობდნენ და 2005 წელს Diamond Supply Co x Nike SB Dunk Low “Tiffany”-ის გამოშვებამ ნამდვილად საოცარი შედეგები აჩვენა.

როგორც ამბობენ, დიდი ხნის ნანატრი თანამშრომლობა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე და მოდელის ფასი $400-მდე იქნება.

ალტე უნივერსიტეტმა საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლა შექმნა

მასწავლებლები ჩვენს ცხოვრებას ცვლიან — ახალი კამპანია