გამორჩეული სტილის მქონე ბილი აილიში ხელახლა გვაჩვენებს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს პოპ ვარსკვლავი, იგი კომფორტული და თავისუფალი სამოსით გამოირჩევა. თუმცა, ამასთან ერთად, მოდის ტენდენციებსაც მისდევს, ან საერთოდ თვითონვე ამკვიდრებს მათ. ახლა კი გამომწერებს Nike-თან ერთად შექმნილ კოლექციას უზიარებს.
„მათი შექმნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, ახლა კი მოუთმენლად ველოდები როდის გახდება ის თქვენი“, — წერს ბილი აილიში ინსტაგრამზე.
კოლექცია მინიმალისტურია და ნეიტრალური ფერებითაა წარმოდგენილი.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ იგი გამოსვლისთანავე გაიყიდება, ბილი აილიშთან კოლაბორაცია კი Nike-ს, თავის მხრივ, თაობა Z-ის ფავორიტად აქცევს.
კოლექცია 24 აპრილს store.billieeilish.com-ზე და 25 აპრილს აპლიკაციაში — Nike SNKRS გამოვა.