თუ მანქანის დიზაინის შექმნა შეგიძლია, არც ფეხსაცმლის კონცეპტის შემუშავება გაგიჭირდება. ამის თქმის საფუძველს, Volvo-ს დიზაინერი ჟულიენ ფესკეტი გვაძლევს, რომელმაც Nike Bubble Max-ის კონცეპტი შექმნა.
ჯერ კიდევ კონცეფციაა, თუმცა როგორც Nike-ის სხვა ნებისმიერი უნიკალური დიზაინი, სავარაუდოდ, ისიც გაიყიდება. საეჭვოა, ეს ტრიპოფობიის მქონე ადამიანებს მოეწონოთ, რადგან Nike Bubble Max-ის მთავარი მახასიათებელი ბუშტუკებით შექმნილი ძირია.
Nike Bubble Max ბუშტუკები ორადაა გაყოფილი და მაქსიმალურად ცდილობს ბუნებრივად წარმოქმნილის შთაბეჭდილება დატოვოს. სავარაუდოდ, ფეხსაცმელს სრიალა ზედაპირი აქვს. მასზე დიდი ზომის ბრენდის სიმბოლოა დახატული, წარწერით – Bubble Max. მოდელს თასმები არ აქვს. ენის უბანი მკვეთრად გვიჩვენებს, რომ ფეხსაცმელი გაყოფილია. იქვე, წინდების ლაინერია, რომელიც ტერფის ზემოთაც ადის და კონცეფტს იმაზე მაღალს აჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. წითელი კვადრატული Nike ნიშანი, ყურადღებას ნაცრისფერი და შავი ფერის ნეიტრალური კომბინაციის ფონზე იპყრობს. ბრენდის ამსახველი დეტალები ფეხსაცმლის სხვადასხვა ბუშტზეც შეგიძლიათ იხილოთ. კონცეპტს დიდი და გამოკვეთილი საკიდი აქვს, რომელიც ქუსლზეა განთავსებული.
Nike Bubble Max კონცეპტი გულისხმობს, სხვა მოდელებში უკვე კარგად დატესტილი საჰაერო ბალიშების გამოყენებას, ინტეგრირებული რეზინის სამაგრებით. თუმცა ასეთი დიზაინის პირობებში, რთულია ძირი იყოს იმდენად სქელი და გამძლე, რომ ფეხსაცმელს ნებისმიერი წონის ატანა შეეძლოს.
რაც შეეხება რეალურ ფუნქციას, Nike Bubble Max-ის დიზაინი, სავარაუდო შექმნის ტექნოლოგია და სხვა ცალკეული მახასიათებლები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი ჩაცმა რბილ და ჰაეროვან სიარულს უნდა ნიშნავდეს, როგორც ღრუბლებზე.