Nike მომხმარებლებს ახალ ონლაინ სერვისს NikeU! სთავაზობს. მათ საყვარელი სპორტული ფეხსაცმლისთვის ფერებისა თუ სხვა მახასიათებლების შერჩევა საკუთარი გემოვნების მიხედვით შეეძლებათ. მეტიც, ამ სერვისის Nike-ის ქვებრენდად ჩამოყალიბებაზეც საუბრობენ, რათა მომხმარებლებს კრეატიულობისა და თვითგამოხატვის საშუალება მისცენ. მსგავსად ბრენდის ახალ იდენტობასაც წარმოადგენენ…
Nike by You! ავთენტური კავშირის დასამყარებლად შეიქმნა — იგი ბრენდის მომხმარებლებსა და სპორტული ფეხსაცმლის მოყვარულებს ერთმანეთს დაუკავშირებს. მათი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ინდივიდი ერთი და იმავე ელემენტებისგან შედგება, ისინი მაინც განსხვავებულები არიან და თვითგამოხატვა სჭირდებათ.
ვიზუალურ ბრენდინგზე კი დიზაინერმა აბდელრაჰმან ადელმა იმუშავა. აქ ძირითადად იმ ფერებს იყენებენ, რომლებიც სეზონების მიხედვით შეირჩა, რადგან ეს პროცესი, თავის მხრივ, ცვლილებასა და უწყვეტობას ასახავს. ხოლო როცა თქვენივე გემოვნებით შექმნილ სპორტულ ფეხსაცმელს მიიღებთ, ნამდვილად სასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ…














