in

მაღაზიებად ქცეული მოხატული კედლები სან-პაულუში! – Nike-ის კამპანიის ქეის სთადი

კამპანია, რომელზეც დღეს გიამბობთ, 2019 წლის კანის კრეატიული ფესტივალის გრან პრის მფლობელია. ესაა Nike-სა და სააგენტო AKQA-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ქუჩის მხატვრობა და ტექნოლოგიები დაუკავშირეს ერთმანეთს.

როგორ დაიწყო:

სან-პაულუს გუბერნატორის ბრძანებით, ქალაქში ქუჩის მხატვრების არაერთი ნამუშევარი წაიშალა. ამან, თავის მხრივ, ხელოვანებს თავიანთი ნახატების განახლებისკენ უბიძგა. ამას დაერთო ისიც, რომ გუბერნატორი კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებაში დაადანაშაულეს და სასამართლო განჩინებამ გამოსცა განახლებული ლიცენზია, რომელმაც მხატვრებს ნამუშევრების განახლების შესაძლებლობა მისცა.

იდეა:

კამპანიის იდეა გულისხმობდა Nike-სა და სტრიტ-არტისტების კოლექტივის InstaGraffiti-ს თანამშრომლობას. InstaGraffiti აერთიანებს ქუჩის მხატვრებს, რომლებიც სან-პაულუს ქალაქის გრაფიტ-პერსონაჟებს ქმნიან. იდეის მიხედვით, მხატვრებმა განაახლეს თავიანთი ნახატები და ისინი Nike-ის Air Max-ის მოდელებით აღჭურვეს. ასე გამოჩნდა სან-პაულუს სხვადასხვა უბანში “ნაიკის” კოლექციის განსხვავებული მოდელები. კამპანიაში, ყოველ კვირაში ახალი გრაფიტი ცოცხლდებოდა და ახალი ფეხსაცმელი ჩნდებოდა, შეზღუდული წვდომით. ფანებს ფეხსაცმლის მიღება კედლების მონახულებითა და Nike.com-ზე ადგილმდებარეობის საშუალებით შეეძლოთ. ამას გარდა, შეიქმნა ანიმაციური ფილმი, რომლის მთავარი პერსონაჟიც იყო ფეხსაცმლიანი გრაფიტი.

კამპანიის გადაწყვეტა:

კამპანიამ მოიცვა როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული მედია, სოციალური და ციფრული პლატფორმები. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გავრცელების წყარო თავად ქუჩა იყო. თუმცა, გრან პრის მოპოვების მთავარი ფაქტორი თავად ქუჩის მხატვრობის კულტურულ მემკვიდრეობად ქცევა იყო. ხელოვანებთან და სოციალურ მედია ინფლუენსერებთან თანამშრომლობით და ბრაზილიაში სპეციალური კომუნის შექმნით, Nike-მა ქალაქის კედლები მაღაზიებად აქცია.

შედეგი:

ქალაქის კედლები გარდაიქმნა ისტორიებად და ამავდროულად, Nike-ის ონლაინ მაღაზიებად. კამპანიამ გააერთიანა მოქალაქეები. გრაფიტი ახალი პროდუქტების წარსადგენად მოგებიანი პლატფორმა აღმოჩნდა. კედლის მხატვრობამ Nike.com-ზე ვიზიტები 22%-ით გაზარდა, მედია გავრცელებამ 80მლნ-იანი აუდიტორია მოიცვა, გაყიდვებმა 32%-ით მოიმატა. თავად ნახატები კი, ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობად იქცა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ ჟღერდა გალობა 500 წლის წინ აია-სოფიას ტაძარში

“შენთვის ყველაფრისთვის მზად ვარ”… – Dior-ის რეკლამა