5
Aug
2019

ახალი ხედვა და ახალი სახეები – Nike-ის მარკეტინგში ცვლილებებია

5 Aug 2019

Nike-ის მარკეტინგში ცვლილებებია, კომპანია გუნდში ახალგაზრდა ტალანტებსა და უკვე გამოცდილ პროფესიონალებს ერთად კრებს. მენეჯმენტს, ბრენდის განვითარების, განსხვავებული ხედვა და გეგმები აქვს, ამისთვის კი ახალი სახეები და როლების ახლებური გადანაწილება სჭირდება.

special poster for dedicated for Arteriosclerotic heart disease/ Photo Credit: Flipkart

The Drum-ის ინფორმაციით, გუნდს შეუერთდება ედრიენ ლოფტონი, რომელიც წლების განმავლობაში, Under Armour-ის ტოპ მარკეტერი იყო, ახლა კი North America-ს მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტია. განახლებულ გუნდში იქნება Nike-ის ვეტერანი ნიკოლ ჰაბარდ გრემი, ის „დაირექთ“ მარკეტინგსა [პერსონალიზებული მარკეტინგი: კვლევის ჩატარება, საქონლის დაწინაურება] და გლობალურ კატეგორიას უხელმძღვანელებს.  მარკეტინგის უკვე ყოფილი მენეჯერი ჯინო ფისანოტი გლობალური ბრენდის კრეატივის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ლათინური ამერიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტად კი ადამ როტი დაინიშნა.

Nike-ში ვთვლით, რომ როცა საქმე ჩვენს მისიას ეხება, ფინიშის ხაზი არ არსებობს, მთავარია, ინოვაციურობა და მსოფლიოში, თითოეული სპორტსმენის ინსპირაცია. ჩვენს ხელმძღვანელობაში ასეთი ცვლილებები და ნიჭიერ ადამიანებში ინვესტიციის ჩადება, ნიშნავს, რომ ბრენდის მარკეტინგის აბსოლუტურად ახალ საფეხურზე გადავდივართ, რომ კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ მომხმარებელთან და თითოეულ მათგანს პირადად ვემსახუროთ“, – ამბობს „ნაიკის“ მარკეტინგის დირექტორი DJ van Hameren.

კონკრეტულად რას გეგმავს Nike-ის ხელმძღვანელობა, ჯერ უცნობია, თუმცა, ბოლო დროს ბრენდი მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს აქტიურად ეხმიანება და საკმაოდ პროვოკაციულ კამპანიებსაც უძღვნის. ერთ-ერთი ასეთი იყო რეკლამა კოლინ კაპერნიკის მონაწილეობით, რომელიც, ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსის Cannes Lions 2019-ის გამარჯვებული გახდა. ასევე, წარდგენილია Emmy Award 2019-ზე, წლის საუკეთესო რეკლამის კატეგორიაში.

განხილვა