in

Nike ახალგაზრდებთან დასაკავშირებლად იმერსიულ გამოცდილებას ქმნის

დიახ, Nike China-მ Trove-ის ციფრული და AR გამოცდილება შექმნა. ამის მიზანი კი ჩინეთის ახალ თაობასთან ხელახლა დაკავშირებაა. იგი სწორედ Nike-ის მხატვრებთან თანამშრომლობის მუდმივად მზარდი არქივი უნდა გახდეს, ან, როგორც Nike ამბობს: გლობალური კატალიზატორი. თანამშრომლობას კი Maison Givenchy-ის შემოქმედებით ხელმძღვანელთან მეთიუ უილიამსთან და GDragon-თან, აზიური პოპ კულტურის წამყვან ფიგურასთან, იწყებს.

საინტერესოა ისიც, რომ Trove Nike-ის კრეატიული სააგენტოს BBH China-ს პირველი ნამუშევარია და ისეთ თემებს მოიცავს, როგორებიცაა სპორტი, მდგრადობა, ჯანმრთელობა და მუსიკა. აუგმენტური რეალობა 360 ექსპერიმენტულ ვიდეოსთან ერთად ონლაინაც არის ხელმისაწვდომი. თუმცა კამპანიის დასრულებას ექსკლუზიური offline ღონისძიებით Nike-ის სხვადასხვა თანამშრომელთან ერთად გეგმავენ.

როგორც უკვე ვთქვით, ახალგაზრდა თაობის შთაგონებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, სამიზნე აუდიტორიასთან ბრენდის კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ეს კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ უცხოურ ბრენდებს, როგორიცაა Nike და Adidas ჩინეთში მკაცრ კონკურენციაში ჩაბმა უწევთ. პატრიოტი მომხმარებლები უპირატესობას უფრო მეტად Anta-სა და Li Ning-ს ადგილობრივ ბრენდებს ანიჭებენ. ბოლო წლებში კი ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა.

შემოქმედებითობის დროში ვცხოვრობთ, სადაც ამაღლებისა და ხელახლა დაკავშირებისთვის უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე საჭიროა პოზიტიურობის, მიზნისა და ტექნოლოგიების ძალა. ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ ამას ამ კამპანიით მოვახერხებთ, — აცხადებს კელი პონი, BBH China-დან, რომელმაც კამპანიაზე Unit9-თან და Nike Global Catalyst-თან ერთად იმუშავა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით Coaching Lab-ი ლიდერობის ახალ პროგრამას გთავაზობთ

გულის გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ დნმ-ს გადაწერენ — ინოვაციური პრეცედენტი